in

რემონტის შეცდომები: ქეთო ბარაბაძის გამოცდილება

ქეთო ბარაბაძემ საკუთარი სახლი რამდენიმე ხნის წინ გაარემონტა პროფესიონალი დიზაინერის დახმარების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ბინა საოცრად გემოვნებიანი და კომფორტული გამოვიდა, მეპატრონეს მიაჩნია, რომ რენოვაციის პროცესში მან რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა. სწორედ ამიტომ, დღეს ის საკუთარ გამოცდილებაზე გვიამბობს.

 

ქეთოს შეცდომა #1: სიჩქარე

“ჩემი მთავარი რჩევა არის ის, რომ არ იჩქაროთ! პირადად, მე, გადატვირთული გრაფიკის გამო, კვირაში მხოლოდ ერთი დღე მქონდა საშუალება მევლო სავაჭრო წერტილებში, ამიტომ ხშირად მიწევდა “ბარემ” იმ ყველაფრის ერთად ყიდვა, რაც შემდეგ დამჭირდებოდა და ეს იყო დიდი შეცდომა. უმჯობესია, ეტაპობრივად შეიძინოთ ყველაფერი, რემონტის დასრულების შემდეგ, რადგან საბოლოოდ, წარმოსახვასა და რეალურად მიღებულს შორის შეიძლება იყოს დიდი სხვაობა და ბევრი ნივთი, რაც წინასწარ იყიდეთ, შესაძლოა, საერთოდ ვერ შეუხამოთ ერთმანეთს.

მეორე რჩევა იქნებოდა, რომ დიდი ყურადღებით გაანაწილოთ წინასწარ ყველაფრის განლაგება და ჩამრთველების ადგილმდებარეობა. არაა აუცილებელი, რომ ამისთვის რაიმე პროფესიული პროგრამები იცოდეთ. მაგალითად, მე ბლოკნოტით და კალმით “ვმუშაობდი”. ასევე შეგიძლიათ კედლებზეც გააკეთოთ მონახაზები. ამ საქმეში კარგად გათვლილი სტრატეგია უკვე ნახევარ სამუშაოს ნიშნავს.”

ქეთოს შეცდომა #2: არასწორად გათვლილი რადიატორების რაოდენობა

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდხანს ვარჩიე და საბოლოო ჯამში, საკმაოდ ლამაზი გათბობის რადიატორები შევიძინე, მაინც ვცდილობდი, რომ ისინი რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით მქონოდა სახლში. ვჯიუტობდი, არ ვუჯერებდი ჩემს მშენებელს, როცა მარწმუნებდა, რომ ეს რაოდენობა არ ეყოფოდა ჩემს ფართს და შედეგად, მივიღე ის, რომ მთელი ზამთარი მცივა.”

ქეთოს შეცდომა #3: განათების დაგეგმარების სირთულის უგულებელყოფა

“განათება – ვფიქრობ, ყველაზე რთული ეტაპია, როგორც დასაგეგმად, ასევე სანათების შესაძენად. ყველაზე მეტი ამ საკითხზე ვიწვალე.”

ქეთოს შეცდომა #4: პროფესიონალთან კონსულტაციის გარეშე შეძენილი მცენარეები

“მცენარეების კუთხით გასათვალისწინებელია ოთახის ტენიანობა, განათება, განიავება, მზის ამოსვლა-ჩასვლა და სხვა მრავალი ფაქტორი, ამიტომ ბევრი იკითხეთ სანამ შეიძენთ. შეძენისას ყველა მცენარე ლამაზი და ჯანსაღია, შემდეგ კი ისინი ვერ უძლებენ კონკრეტულ პირობებს და გული გვწყდება. პირადად მე, რაც ჩემით შევიძინე, სამწუხაროდ, ყველაფერი დამეღუპა. ამის შემდეგ საქმის მცოდნე დამეხმარა და ასე მოგვარდა ეს პრობლემა.”

 

ქეთოს შეცდომა #5: მყისიერად მიღებული გადაწყვეტილებები

“აუცილებლად უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება 3, 4 ან 6 თვის შემდეგ. შეძენისას ყველა ნივთი ლამაზია, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ თურმე, კაფელი ისეთი მასალისაა, რომელიც რთულად იწმინდება ან ტახტი ისეთია, რომელიც მარტივად ისვრება და ა.შ. მაგალითად, მე ულამაზესი ფარდაგები შევიძინე, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მათ ვერ ვიყენებ, ვინაიდან სახლში ლეკვი მოვიყვანეთ. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ვიზუალურთან ერთად, პრაქტიკულობაზეც იფიქროთ და მხოლოდ შესახედაობით არ შეარჩიოთ ნივთები ან მასალები, ვინაიდან სახლში ცხოვრება, ლამაზთან ერთად, პირველ რიგში, კომფორტული უნდა იყოს.”

152929125_227481762375098_2164769611536075759_n
154260190_612314952962867_6209415186094346332_n
120599724_381494246366983_8575843588260741707_n
154421660_494911345231107_981883747961380266_n
131967462_1862752470546384_7273574442727055077_o
127912029_697275714544410_7554569321110916787_n
132030450_1862753897212908_4927715574872850054_o
131962082_1862753900546241_1537952552988988730_o
131959288_1862754160546215_504297912901769489_o
132020647_1862754153879549_3215699333778761305_o
132008610_1862753983879566_6906205233668662717_o
119651055_611668382841311_8284703425815636256_n
154439132_161570542351658_6130292256434245178_n
127755841_1059441871160437_8727764440873412183_n
previous arrow
next arrow

სახლი-გალერეა შვეიცარიაში – Falconi architettura-ს პროექტი

ხისგან დამზადებული მინიმალისტური ავეჯის ქართული ბრენდი – “კარლო”