in

8 ნეიტრალური ფერი ინტერიერის დიზაინში, რომელიც სახლში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის

მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური და სადა ფერები შეიძლება, ერთი შეხედვით, საკმაოდ მოსაწყენი ჩანდეს, მათ წინა ფონზე გადმოაქვთ ინტერიერის დიზაინის სხვა ნაწილები (მაგალითად, ავეჯი და დეკორაციები), სახლის საერთო ხასიათს კი შედარებით მშვიდსა და ჰარმონიულს ხდიან. ნეიტრალური ფერები ჩვენს თვალებს დასვენების საშუალებას აძლევს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საძინებლებში, სააბაზანოსა და მოსასვენებელ სივრცეებში.

ინტერიერის დიზაინში ნეიტრალური ფერების პალიტრა ყოველდღიურად ვითარდება და ის უკვე დიდი ხანია მხოლოდ თეთრი ფერის ტონალობებს აღარ მოიცავს. დღეს პოპულარული ფერების სია გაიზარდა და მოიცავს როგორც თეთრ, ასევე შავ, კრემისფერ, წითელ და კიდევ უამრავ ფერს, რომლებსაც განსაკუთრებული ხიბლი და ხასიათი აქვთ.

ნეიტრალური ფერების მრავალფეროვნების გამო, ხშირად საკმაოდ რთულია მათ შორის არჩევანის გაკეთება, სწორედ ამიტომ დიზაინერები გვირჩევენ 10 ფერს, რომელთა გამოყენებაც სასურველი აქცენტების სახით შეგიძლიათ, იქნება ეს კედლების ფერი, ავეჯი თუ რაიმე სახის დეკორაციები.

ატმისფერი

ატმისფერს შეუძლია იდეალური ფონის შექმნა, რომელიც არ დაჩრდილავს თქვენს ინტერიერს და ამავდროულად გამოაცოცხლებს მას. თუ დაიღალეთ მკვეთრი თეთრი ფერით და რაიმე მსგავსის, თუმცა შედარებით უფრო ხალისიანის ვარიანტის ცდა გსურთ, მაშინ სწორედ ეს ფერი დაგეხმარებათ.

ნაცრისფერი

ეს ფერი ოთახს ახალ სიცოცხლესა და ხასიათს სძენს. ნაცრისფერი გამორჩეულად დახვეწილი ფერია, რომელიც განსაკუთრებით უხდება მწვანე და მოყავისფრო ფერის აქცენტებს, განსაკუთრებით იდეალურია მათთვის, ვისაც სახლში მწვანე მცენარეები აქვს.

ღია მწვანე

მწვანე აქცენტები ბუნებასთან და შესაბამისად, სიმშვიდესთან და ახალ სიცოცხლესთან ასოცირდება. რაც უფრო მეტი მწვანე დეტალი გაქვთ გამოყენებული ინტერიერში, მით უფრო მეტად მშვიდი და სასიამოვნო გარემო იქმნება თქვენს საცხოვრებელში.

კრემისფერი

კრემისფერს აქვს საკმარისი სითბო იმისთვის, რომ სახლში მყუდრო ინტერიერი შექმნას. ამასთან, ეს ფერი განსაკუთრებით უხდება მინიმალისტურ სტილს და შეუძლია თითქმის ყველა კონტრასტული ფერის დაბალანსება.

ვარდისფერი

დიზაინერები ამ ფერის გამოყენებას ნებისმიერი ოთახისთვის გვირჩევენ, რადგან მისი ნეიტრალური დიზაინის წყალობით, ასხივებს სადა ბზინვარებას, რომელიც სახლის თითოეულ ნაწილს კიდევ უფრო დახვეწილსა და გამორჩეულს ხდის.

ლურჯი

ლურჯი ფერი კომფორტისა და სიმყუდროვის ნარევია, რომლის გამოყენებასაც დიზაინერები საძინებლებში გვირჩევენ, ვინაიდან ეს ფერი ამშვიდებს თვალებსა და გონებას და იძლევა განტვირთვის და დასვენების საშუალებას.

თეთრი

თეთრი ფერი თბილსა და გრილ განწყობებს შორის მერყეობს. ის ერთნაირად კარგად ერგება როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციულ სტილსაც. ამას გარდა, აქვს ქამელეონის თვისებები და დღის სხვადასხვა მონაკვეთში ჩრდილის დაცემის კუთხის მიხედვით იცვლის ელფერებს.

შავი

დიზაინერები ინტერიერში მქრქალი შავი ფერის გამოყენებას გვირჩევენ, რომელიც უფრო მეტად მუქი ნაცრისფრის ხასიათს ატარებს. მქრქალი შავი კედლები ირეკლავენ მზის სხივებს და სივრცეს კიდევ უფრო დახვეწილ და ელეგანტურ სტილს სძენენ.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

მიკრო ბინა ძველ თბილისში — ნინი ჯღამაძის ნამუშევარი

წარმოსახვითი თამაშებიდან ინტერიერის დიზაინერობამდე – ინტერვიუ თათა ბრეგვაძესთან