in

სამუშაო ზონის მოწყობის 10 პრაქტიკული ვარიანტი ყველა გემოვნებისთვის

10 რჩევა

პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმა დისტანციური მუშაობის პრაქტიკა დაამკვიდრა. ამიტომაც მყუდრო და მოხერხებული სამუშაო სივრცის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. დღეს გვინდა რამდენიმე რჩევა შემოგთავაზოთ, რომლებიც საშინაო ოფისის მოწყობაში დაგეხმარებათ.

  1. სამუშაო ადგილი კარადაში

დიზაინერ-კოლექციონერი ოლივერ გუსტავის (Oliver Gustav) სახლი კოპენჰაგენში არტ-ობიექტებით, ანტიკვარული და დიზაინერული ავეჯითაა სავსეა. ზოოლოგიური მუზეუმიდან წამოღებული ძველებური საექსპონატო „კუნსტკამერა“ (იგივე იშვიათი ნივთების საცავი) მომცრო კაბინეტად გადაიქცა. კარადაში მოწყობილი კომპაქტური სამუშაო ადგილი ძველებურ „სეკრეტერებსა“ მოგვაგონებს, რომლებიც ძველი არისტოკრატიული სახლების აუცილებელი ატრიბუტი იყო. ეს სამუშაო ზონის მოწყობის საკმაოდ არაორდინალური გადაწყვეტაა, თუმცა იდეალურია მათთვის, ვისაც ბანალური იდეები არ ხიბლავთ.

  1. სამუშაო ადგილი სასტუმრო ოთახში

ოფისი სასტუმრო ოთახში კომპრომისული ვარიანტია, ვინაიდან მზად უნდა იყოთ, რომ გარეშე ხმები შეგაწუხებთ. თუმცა არის დადებითი მხარეც – როგორც წესი, სასტუმრო ოთახებში კარგი განათებაა, რაც მუშაობისთვის მოხერხებულია. კალიფორნიის ამ სახლში სასტუმრო სივრცე სამუშაო და დასასვენებელ ზონებადაა დაყოფილი. აქ მაგიდა სივრცეს ზოგავს და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საწერ მაგიდად, ასევე ბარად და არტ-ობიექტების განთავსების ადგილად.

  1. სამუშაო მაგიდა კუთხეში

ბინაში კუთხეები ხშირად თავისუფალი რჩება, არადა მათში დიდი შესაძლებლობებია დაფარული. ავეჯის კუთხური განლაგება ფსიქოლოგიურ კომფორტს ქმნის და „მინი-ოთახის“ სასიამოვნო შთაბეჭდილებას იძლევა. ასეთი გადაწყვეტა მართებულია პატარა სივრცის ვიზუალური გადიდების მიზნით. მაგიდის სიღრმე მისი გვერდითა ფრთებით კომპენსირდება და აუცილებელი წვრილმანებისთვის საკმარის ადგილს იძლევა.

  1. სამუშაო კუთხე საძინებელში

ფენ-შუის სპეციალისტები თვლიან, რომ საძინებელში სამუშაო ოთახის მოწყობა კარგი გადაწყვეტილებაა. მართლაც, ძილი და სამუშაო კარგად ეწყობა ერთმანეთს. საძინებელში კონცენტრირება  სხვა ოთახებთან შედარებით უფრო მარტივია, ვინაიდან ხელის შემშლელი ფაქტორი ნაკლებია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მაგიდასთან ჯდომის დროს საწოლი  თვალთახედვის არეში არ უნდა ხვდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში წამოწოლის სურვილი  ნაყოფიერ მუშაობაში ხელს შეგვიშლის. თუ მუშაობისთვის დიდი ადგილი არ გჭირდებათ, შეიძინეთ ვიწრო, კონსოლური მაგიდა, მას მაკიაჟისთვისაც გამოიყენებთ.

  1. ნათელი აქცენტები და დეკორი მაგიდის თავზე

„საშინაო ოფისი ამაღლებული ხასიათისა და შთაგონების ადგილი უნდა იყოს“ – თვლიან “Pagenster Group”-ის დიზაინერები, რომლებიც ძველებური სახლების განახლებით არიან დაკავებულები. ისინი გვირჩევენ სამუშაო ადგილის ფერადი პრინტებით დამშვენებას და გვიპრდებიან, რომ ამგვარად სახლიდან მუშაობისას დადებით ენერგიას შევინარჩუნებთ. მაგალითისთვის როგორც ამ პროექტშია. ეცადეთ სამუშაო ადგილი იმგვარად მოაწყოთ, რომ იქ ყოფნა მიგიხაროდეთ. შეინარჩუნეთ აქ წესრიგი და თქვენი სამუშაო ადგილი გაცილებით პროდუქტიული იქნება.

  1. სახლის ოფისი აივანზე

აივანზე მოწყობილი კაბინეტი ძალზე მყუდროდ და რომანტიულად გამოიყურება, მაგრამ მისი კეთილმოწყობა დიდ მომზადებას საჭიროებს. ამისთვის აივანი ან ლოჯი უნდა შეიმინოს. იატაკი კედლები და ჭერი უნდა დათბუნდეს. გასაყვანი იქნება ელექტროენერგია. წლის ცივ პერიოდში კი დამატებითი გასათბობი მოწყობილობები გახდება საჭირო. ეკრანზე ზედმეტად კაშკაშა შუქის დაცემისგან თავის ასარიდებლად ფარდების ან დარაბების გამოყენება მოგიწევთ. გაწეული ძალისხმევის სანაცვლოდ კი ლამაზ და განმარტოებულ სივრცეს მიიღებთ.

  1. კაბინეტი ფანჯრის რაფაზე

ასეთი ოფისის უპირატესობა სივრცის მნიშვნელოვანი ეკონომია და ბუნებრივი განათების დიდი რაოდენობაა, ასე რომ, მაგიდის ლამფა მხოლოდ სიბნელეში დაგჭირდებათ. ადგილის არჩევის დროს გაითვალისწინეთ შუქის მიმართულება, უპირატესი ის ადგილია, სადაც მზის შუქი პირდაპირ თვალშია რ მოგხვდებათ. მაგიდის მახლობელ კარადებსა და თაროებზე მუშაობისთვის აუცილებელი ნივთები შეგიძლიათ მოათავსოთ. ლამაზი ხედი ფანჯრებიდან კი სამუშო პროცესს ნამდვილად სასიამოვნოს გახდის.

  1. სამუშაო ადგილი ორი ადამიანისთვის

წყვილისთვის შესაძლებელია ორმხრივი ე.წ. „Partner Desk”-ის ან გრძელი მაგიდის მოწყობა. სამუშაო სივრცის პროდუქტიული და ჰარმონიული განაწილებისთვის აუცილებელია რამდენიმე პირობის დაცვა. თითოეულს უნდა გააჩნდეს მისი ხელშეუხებელი სივრცე, რომელიც მუდამ მოწესრიგებული იქნება, ხმოვანი შეტყობინებების მოსმენა ყურსასმენებით უნდა განხორციელდეს, ხოლო ტელეფონზე საუბრისას სხვა ოთახში უნდა გაბრძანდეთ.

  1. სამუშაო ადგილი ნიშაში

აღნიშნული 38 კვადრატული მეტრი ფართის ბინაში ოჯახისთვის სამი ოთახის დაგეგმვა მოხერხდა. ბავშვის ოთახში კი მინი სამუშაო ადგილი ნიშაში მოეწყო. ამგვარად, მოცემულ ფართში თავისუფალი ადგილი მაქსიმალურად შენარჩუნდა. როგროც ხედავთ, სანათი კარადის კედელზეა დამაგრებული, რაც მაგიდის ძვირფას ადგილს კიდევ უფრო ზოგავს.

  1. სამუშაო ადგილი ბარზე

ბარი სასარგებლო და ინტერიერის მრავალფუნქციური ელემენტია. მასთან არა მხოლოდ დროსტარება და სადილია შესაძლებელი, არამედ მუშაობაც. ასეთი გადაწყვეტა მცირეგაბარიტულ ბინა-სტუდიებს საკმაოდ უხდება.

საკუთარი ხელით განხორციელებული რემონტი და ინტერიერის დიზაინი – დაჩი აბსანძის გამოცდილება

ქალაქური ტიპის ბინის ტრანსფორმაცია საბურთალოზე – ნინი ჯღამაძის პროექტი