in

გორგასლის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი „პარკ ორთაჭალა“ შენდება

Alliance Group
Alliance Group

თბილისში, გორგასლის # 105 ნომერში, საცხოვრებელი კომპლექსი – „პარკ ორთაჭალა“ შენდება. პროექტში შედის ორი 19-სართულიანი კორპუსი, მათ შუაში 3-სართულიანი პარკინგი, ხოლო კორპუსებს ქვემოთ კი ორი მიწისქვეშა ავტოსადგომი. პროექტის მიხედვით, პარკინგის თავზე განთავსდება სპორტული მოედნები, ველო ბილიკი, საბავშვო და მოსასვენებელი ზონები, სატრენაჟორო და BBQ სივრცეები.

საცხოვრებელი კომპლექსი ორთაჭალის მთის ძირას და მდინარე მტკვრის გასწვრივ მდებარეობს.

„პროექტის სახელი – „პარკ ორთაჭალა“ სწორედ კომპლექსის უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე შეირჩა. ორთაჭალის მთის ფერდზე არსებული რეკრეაციული ზონა ხელუხლებლად შევინარჩუნეთ. მომავალი მაცხოვრებლებისთვის ფერდზე დაკიდებული პარკის გაშენებას ვგეგმავთ. კომპლექსი ბუნებაში, მთის პირას, მაგრამ ქალაქის შუაგულთან ყველაზე ახლოს მდებარეობს – რუსთაველის გამზირიდან – 8 წუთი, თავისუფლების მოედნიდან – 6 წუთი, გოგირდის აბანოებიდან – 4 წუთი,” – აცხადებენ კომპანიაში.

კომპლექსი 6622 კვვადრატულ მეტრზე შენდება. აქედან, 1200 კვ.მ. – გამწვანებული სივრცე იქნება, 1400 კვ.მ – ეზო და 300 კვ.მ. სათამაშო მოედანი. 3 ბლოკისგან შემდგარი საცხოვრებელი ზონა სულ 335 ბინას აერთიანებს. მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ: საბავშვო სკვერი და ოთახი, „ბარბექიუს“ კუთხე, ველო-ბილიკი, სავარჯიშო მოედანი, მოსასვენებელი მოედანი, 24-საათიანი დაცვის მომსახურება, კონსიერჟის  მომსახურება, ცხელი ხაზი, დასუფთავების სერვისები.

კომპანიაში ამბობენ, რომ მათთან ბინის შეძენის საუკეთესო პირობებია.

„ეს არის ნამდვილად თქვენი ოცნების ბინა. კომპლექსი შენდება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ხედებით მთელ თბილისზე. ჩვენთან საუკეთესო პირობებია: 0% -იანი შიდა განვადება 30 თვეზე წინასწარი შენატანის გარეშე“.

 

[R]

როგორ უნდა მოხდეს ფორტეპიანოს ტრანსპორტირება სწორად

“Passion for Creation”, როგორც სტუდია Stipfold-ის ფილოსოფია – ინტერვიუ ბექა ფხაკაძესთან