in

ქართულ პრემიუმ შოურუმებში წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდები – Homeis.ge კატალოგი

ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ინტერიერის დიზაინი ავეჯისა და დეკორის გარეშე ვერასდროს იქნება დასრულებული და სრულყოფილი. აქსესუარების შერჩევა საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო პროცესია, ვინაიდან კომფორტულობასთან ერთად, მათ დროსა და ტენდენციების ცვლილებას უნდა გაუძლონ, ხოლო ვიზუალურად მუდამ მიმზიდველნი უნდა იყვნენ. აქედან გამომდინარე, ავეჯისა და სახლის დეკორის შეძენამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ და გავერკვეთ სხვადასხვა ბრენდის სტილსა თუ ესთეტიკაში, რათა ჩვენს გემოვნებასთან და ხედვასთან ყველაზე ახლოს მდგომი ელემენტები შევარჩიოთ.

დღესდღეობით საქართველოში საკმაოდ გემოვნებიანი და დახვეწილი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. იმისთვის, რომ ძიებისა და არჩევანის პროცესი უფრო გაგიმარტივოთ, ჩვენ 5 პრემიუმ ხაზის მულტიბრენდულ შოურუმებზე გიამბობთ და იმ საერთაშორისო ბრენდების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რომელთა შეძენაც მათ სივრცეებშია შესაძლებელი.

SAPHARELI

May be an image of outerwear and text that says 'SAPH SAPHARELI'

SAPHARELI თბილისში, ბესარიონ ჟღენტის #7-ში მდებარე პრემიუმ შოურუმია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სამზარეულოს, სააბაზანოსა და სხვა ოთახების ავეჯს, კარებს, მოსაპირკეთებელ მასალებს, რადიატორებს, ჩამრთველებს, ხალიჩებს, კარნიზებს – ყველაფერს, რაც კლასიკური და ელეგანტური ინტერიერის დიზაინის შესაქმნელადაა საჭირო. SAPHARELI-ში წარმოდგენილია ისეთი საერთაშორისო ავეჯის მწარმოებელი ბრენდები, როგორებიცაა Arclinea, Giorgetti, Driade, Ivano Redaelli, Porro, Ronda Design, Porada, Idea Group, Hafro Geromin, De Castelli, Laura Meroni, GAROFOLLI, Lualdi, Ideal Legno, Nerosicilia, Mosaicomicro, Kronos, Deco Decking, Stroher, Santanselmo, Brem, Eclettis, Golran, Mottura.

Objects

No photo description available.

Objects ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული შოურუმია, რომელიც ზანდუკელის #15-ში მდებარეობს და საზოგადოებას გამორჩეული, უნიკალური ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად ზედგამოჭრილ ავეჯსა და სხვა პროდუქციას სთავაზობს. Objects-ის კატალოგში ვხვდებით ბევრ გავლენიან ბრენდს. მათ შორისაა Muuto, Seletti & TraditionGubi, Edra, Atelier Areti, Helle Mardahl, Serax, Ames, Buster&Punch, Mogg, Zieta, Menu Space, Gervasoni 1882, Meridiani, Moroso, Fredericia, Artifort, Miniforms, Shake design, Please Wait To Be Seated, Aytm, Verpan, Petite Friture, Vesoi,  Vibia, Lee Broom, Martinelli Luce, 41zero42, Varaschin, Bisazza, Ceramica Flaminia, Feldspar, Raawii, Nivito, Bauxt.

Design Avenue

May be an image of text that says 'DESIGN AVENUE MULTI-BRAND MULTI- SHOWROOM'

Design Avenue ქართველ ინტერიერის დიზაინის მოყვარულთა წრეებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოურუმია. ამ საოცარ, შთამბეჭდავი პროდუქციის წარმომდგენ შოურუმში, რომელიც სიმონ კანდელაკის #15-ში მდებარეობს, ვხვდებით ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, რომლებიც გვთავაზობენ ავეჯს, სანათებს, კერამიკას და ა.შ. ეს ბრენდებია MinottiMolteni&C | Dada, Cattelan Italia, Meridiani , Galloti & Radice , Magis, Flos , Brokis, Vibia , Axo Light, Ingo Maurer, Nemo, Lasvit, Delightfull, Luceplan, Weitzer Parkett, Haro, Design Parquet France, Antonio Lupi, Ceramica Cielo, Gessi, Devon&Devon, Jacuzzi, Cristina Rubinetterie, Zucchetti Kos, Tubes, Brem, Mirage, Sicis, Cedit, Rex, Ceramica Vogue, Appiani, Ceramica Bardelli, Wall&Deco, Londonart.

Opera Design 

May be an image of text that says 'opera design C'

Opera Design ხარისხით, სანდოობითა და დახვეწილობით ცნობილი კიდევ ერთი პრემიუმ კლასის შოურუმია, რომელიც უზნაძის #4-ში მდებარეობს. შოურუმში სხვადასხვა ტიპის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი – სხვადასხვა სივრცისთვის შექმნილ ავეჯთან ერთად აქ წარმოდგენილია უნიკალური სანათები და ინტერიერის დიზაინის სხვადასხვა აქსესუარი. Opera Design-ის კატალოგში გვხვდება ბრენდები Cassina, Cappellini, Poltrona Frau, Vitra, Artek, Alias, Ivano Redaelli, Roda, Fantoni, Pedrali, Foscarini, Iguzzini, Belux, Martinelli Luce, Supermodular, Nemo Lighting, Santa & Cole, Toucan, Silentgliss, Agape Design, Tubes Radiatori.

MOTIF 

May be an image of text that says 'MOTIF DESIGN ELEMENTS'

Motif-ის შესახებ ქართველი ინტერიერის დიზაინის მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი. მრავალი საკულტო პროექტის ავტორ შოურუმში, რომელიც ჭავჭავაძის #50-ში მდებარეობს, ვხვდებით ექსტერიერ-ინტერიერის სხვადასხვა ვიზუალისა და ფუნქციის მქონე ავეჯს, განათებას, აქსესუარებსა და დეკორის სხვა ელემენტებს. Motif-ში წარმოდგენილია ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა Giorgetti, B&B Italia, Maxalto, Classicon, Ligne Roset, Wittmann, Wiener GTV Design & Tradition, Fritz Hansen, SE, Arflex, Glas Italia, Living Divani, Agapecasa, Imperfettolab, Driade, Coedition, Zanotta, Emmemobili, Mooi, Friends & Founders, Norr11, Midj, Prostoria, Magis, Novamobili, Porro, String, Arteco, Tribu, Kettal, Expormim, CC-Tapis, Moooi Carpets, Barovier & Toso, Flos, Pallucco, Davide Groppi, Lambert & Fils , Nemo, Serge Mouille, Louis Poulsen & Tradition, Giopato & Coombes, Pulpo, Please Wait To Be Seated, Astep , Tooy, Bang & Olufsen, Bulthaup, Roshults, Fogher, Bora, Gaggneau, Neff, Sub Zero Wolf, Focus, Sirocco, Eldvarm, Tubes, Phormalab, Atelier Vierkant, Serralunga, 101 Copenhagen, Bosa, Bitossi, Kose, By Lassen, Mason Editions, MMairo, Paola C, Alessi, Vista Alegre, Knindustrie, Luiz, Steamery, Ester & Erik, Opera Domini, Logevy, Oppidum, Assouline, New Mags, Monograph, Cinqpoints

ფერადი და დახვეწილი სახლი ლუბლიანაში – Alto Design Studio-ს ნამუშევარი

რა არის ბედნიერება არქიტექტურული ფსიქოლოგიის თანახმად