in

როგორია სრულყოფილი საძინებლის ანატომია?

ძილის ჰიგიენა ნიშნავს ისეთ პრაქტიკას, რომელიც ხელს უწყობს თანმიმდევრულ, უწყვეტ ძილს. ეს კი მჭიდროდ უკავშირდება იმას, თუ როგორია თქვენი საძინებლის მოწყობა. თუკი ის სრულყოფილადაა მოწყობილი, ლოგიკურია, რომ თქვენი ძილის რეჟიმიც ასეთივე იქნება.

მაგალითად, დამამშვიდებელი გარემოს შექმნა დაგეხმარებათ, მიიღოთ უფრო ღრმა და ხარისხიანი ძილი, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სრულყოფილი საძინებელი.

ხელი შეუწყეთ ოთახში ნაკლებ სინათლეს

იქნება ეს დილის მზის შუქი თქვენი ფანჯრებიდან თუ ცისფერი შუქი თქვენი სმარტფონის ეკრანიდან, თქვენს საძინებელში ზედმეტ შუქს შეუძლია, ზიანი მიაყენოს თქვენს ძილს. ჩვენი სხეულის ძილისთვის მზადების პროცესი არის მელატონინის გამოყოფა, რომელიც ჩვენს ტვინში ბუნებრივად წარმოქმნილი ჰორმონია. ის სიგნალს აძლევს ჩვენს სხეულს, რომ ძილის დროა. სინათლე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მელატონინის გამოთავისუფლების შეფერხებით, რაც აძნელებს ძილს.

იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი ოთახი მაქსიმალურად ბნელი დარჩეს, საჭიროა, ჩამოკიდოთ ფარდები, რათა მზის სინათლე არ შემოვიდეს და ასევე, თვალების ნიღაბი, რომელიც შუქს მყისიერად ბლოკავს ჩვენი ხედვის არეალიდან.

გააკეთეთ ხმის იზოლაცია

თუ თქვენ ცხოვრობთ ხმაურიან ქუჩაზე, ხმის ჩამხშობი ელემენტების ჩართვა დაგეხმარებათ ღამით უფრო მშვიდი ძილი გქონდეთ. თქვენს ოთახში გარე ხმაურის შესამცირებლად, დაიწყეთ ფანჯრების ირგვლივ არსებული ხარვეზების და ბზარების დალუქვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ იზოლირდეთ ხმის შთანმთქმელი აკუსტიკური პანელებით ან დიდი წიგნების თაროებით, რაც ხელს შეუწყობს ხმამაღალი ხმებისა და ვიბრაციების შემსუბუქებას, ასე რომ, თქვენ შეძლებთ უფრო მშვიდად დაიძინოთ.

შეამცირეთ ტემპერატურა

არავის სურს, მისი საძინებელი იყოს ძალიან ცხელი და ნოტიო ან ძალიან ცივი. ცხადია, სასურველი ტემპერატურა განსხვავდება ადამიანების მიხედვით; თუმცა, როგორც წესი, 15-23 გრადუსი ცელსიუსით მოზრდილების ძილისთვის იდეალურ ტემპერატურად აღიქმება.

თუკი თქვენს საძინებელში არ არის კონდიციონერი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. დღესდღეობით ვენტილატორები და პორტატული კონდიციონერები საკმაოდ ხელმისაწვდომია. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გამაგრილებელი ბალიშები თქვენი სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

გამოიყენეთ კომფორტული მატრასი

კომფორტული ლეიბების გამოყენება მნიშვნელოვანია ღამის კარგი ძილისთვის. სასურველი ლეიბის მოძებნაში თქვენთვის საყვარელი საძილე პოზიცია დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, თუ თქვენ ზურგზე გძინავთ, საშუალო სიმტკიცის ლეიბი გჭირდებათ საიმისოდ, რომ ზურგი და მხრები არ დაიძაბოს. გვერდულ პოზაში მძინარეები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ საშუალოდ რბილ ლეიბებში, რადგან სირბილე ხელს უწყობს მხრებთან და თეძოებთან წნევის შემცირებას.

გამოიყენეთ კომფორტული თეთრეული

ისე არაფერი გვანდომებს ძილს, როგორც ფუმფულა, კომფორტული თეთრეული. საამისოდ, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ის მასალები, რისგანაც თეთრეულია დამზადებული. თუ თქვენი სხეულის ტემპერატურა მაღალია, მაშინ ჰაეროვანი და მსუბუქი ქსოვილი გჭირდებათ (მაგ: როგორიცაა ბამბა). თუკი უფრო გრილია თქვენი ტემპერატურა, შეგიძლიათ ატლასის თეთრეული გამოიყენოთ.

ყურადღება მიაქციეთ წესრიგს

ქაოსურმა საძინებლებმა შეიძლება გამოიწვიოს სიფხიზლისა და შფოთვის განცდა, ამიტომ თქვენი საძინებელი მაქსიმალურად სუფთად და ორგანიზებულად უნდა გქონდეთ მოწყობილი. ქაოსი მარტივად შეგახსენებთ იმ საქმეს, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს კი თქვენს ძილს გაართულებს.

იმისათვის, რომ გაათავისუფლოთ თქვენი საძინებელი ზედმეტი არეულობისგან და შექმნათ უფრო მშვიდი საძინებელი, დაიწყეთ დეკორატიული ნივთების ზედაპირის გაწმენდით, როგორიცაა ნამუშევრები, სანთლები, ნათურები, ნახატები და სხვა. შემდეგ გადადით იმ ნივთებზე, რომლებიც კონკრეტულ ფუნქციას ან მიზანს ემსახურებიან.

გამოიყენეთ საძინებელი ძილისთვის

შეიძლება სადილს საძინებელ ოთახში მიირთმევთ ან სახლიდან მუშაობისას, თქვენი “ოფისი” საწოლია.. რეალურად, თქვენი საძინებლის გამოყენებამ ძილის საწინააღმდეგო მიზნით შეიძლება გაართულოს ძილი. საძინებლის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადგილი თქვენთვის კომფორტისა და შვების მომნიჭებელი იყოს – და არა, მეორე ოფისი და გაცვეთილი სივრცე.

თუკი, არც თუ ისე დიდი სახლი გაქვთ და თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთ ოთახს რამდენიმე ფუნქცია ჰქონდეს, მაშინ თქვენს საძინებელში ჩამოკიდეთ გამყოფი ფარდა, დადგით გამყოფი თაროები ან რაიმე ისეთი დეტალი, რაც სივრცეს განაცალკევებს.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

არქიტექტორი რიჩარდ მეიერი: გონება და ფუნქცია

ეკლექტური ბინა კრწანისში – ნუცა გამცემლიძის ინტერიერი