in

ვარდისფერი ტონი სააბაზანოში — იდეები შთაგონებისთვის რეალიზებული პროექტებიდან

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

სააბაზანოს ვარდისფრად გაფორმება სახალისო გზაა ამ საუცხოო ფერის გამოსაყენებლად იქ, სადაც ეს სრულიად მოულოდნელია. იყო დრო, როდესაც ვარდისფერი სააბაზანო მოძველებულად ითვლებოდა, თუმცა, სინამდვილეში, ის მოდიდან არასდროს გადადის. ადრეული XX საუკუნის ვინტაჟური ვარდისფერი სველი წერტილები დღესაც შესანიშნავად გამოიყურება.

სააბაზანოში ვარდისფრის დამატება შესაძლებელია რამდენიმე გზით და, რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის ეს სივრცე ბარბის ოთახს დაემსგავსოს. ვარდისფერს მრავალი განსხვავებული ელფერი გააჩნია და ეს მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ, ოთახში თქვენთვის სასურველი ატმოსფერო შექმნათ. არ აქვს მნიშვნელობა, სააბაზანოს დიზაინის თანამედროვე სტილს ანიჭებთ უპირატესობას, თუ — ვინტაჟურს, ვარდისფერი ყველა შემთხვევაში გამოგადგებათ. მისი სხვადასხვა ელფერის ელემენტების ჩართვა ნებისმიერ სტილშია შესაძლებელი.

დღევანდელი სტატიის თემა სწორედ ვარდისფერი სააბაზანოა და შთაგონებისთვის შესანიშნავ პრაქტიკულ მაგალითებს შემოგთავაზებთ.

თბური პანელები – როგორია მათი მახასიათებლები და ღირებულება ქართულ ბაზარზე?

კედრის ხისგან აგებული კანადური კოტეჯი – McFarlane Biggar Architects + Designers-ის პროქტი