in ,

ბინები დიდი ტერასით თბილისში – Homeis.ge-ს რჩეული 6 პროექტი

Banner M2
Banner M2

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საკმაოდ გაიზარდა ტერასიანი ბინების რაოდენობა უძრავი ქონების ბაზარზე. ეს მხოლოდ მოდური ტენდენცია როდია, სინამდვილეში საქმე მომხმარებლის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან გვაქვს. ვერანდა საშუალებას იძლევა, რომ მრავალსართულიანი ბინების მაცხოვრებლებსაც ჰქონდეთ საკუთარი გარე სივრცე, რომლის გამოყენებას განტვირთვის, გაგრილების ან სულაც მეგობრული და ოჯახური შეკრებებისთვის შეძლებენ. ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტორიც, რომ საქართველოში ზამთარი არც ისე მკაცრია. შესაბამისად, გარე გამათბობლის დამონტაჟების შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში ტერასის გამოყენება წელიწადის ცივ დროსაც არის შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო პოპულარულს ხდის უძრავი ქონების ამ ტიპს. დღეს ხშირად ვხვდებით ისეთ ბინებს, სადაც ტერასის ფართი თავად საცხოვრებელ სივრცეს აღემატება და მეპატრონეებს ეძლევათ საშუალება, სახლიდან გაუსვლელად ჰქონდეთ შეხება სუფთა ჰაერთან და გამწვანებასთან. ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ თბილისში არსებულ დიდი ტერასის მქონე იმ ბინებს, რომლებმაც ჩვენი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ბინა კრწანისში

ბინას გააჩნია ულამაზესი ტერასა, რომელიც დაკომპლექტებულია ელეგანტური და ფუნქციური გარე ავეჯით. ეს სივრცე (ისევე როგორც ინტერიერი) გაფორმებულია უმშვენიერესი მცენარეებით, რომელთა დიზაინზე მარიშკა გამყრელიძემ იზრუნა.

ნახეთ პროექტი სრულად

ბინა სოლოლაკში

როგორც ბინის მეპატრონე, ნათია ბუკია გვიამბობს, ამ სახლის მთავარი ხიბლი მისი ტერასაა. ეს მართლაც ასეა, რადგან ეს არის ადგილი, საიდანაც საუცხოო ხედი იშლება ულამაზეს თბილისზე.

ნახეთ პროექტი სრულად

ბინა ბაგებში

ამ ვერანდის საერთო ფართი 100 კვადრატული მეტრია და ეს იყო სწორედ ის მთავარი დეტალი, რომლითაც მისი ახლანდელი მეპატრონეები პირველივე ნახვით მოიხიბლნენ და ბინის შეძენის გადაწყვეტილება სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით მიიღეს.

ნახეთ პროექტი სრულად

ბინა ტაბიძის ქუჩაზე 

ეს უმშვენიერესი გარე სივრცე მოსასვენებელ და სასადილო ზონებს მოიცავს. მობინადრეებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად დიზაინერებმა საზაფხულო ვერანდაზე გამოიყენეს ღია საჩრდილობელი ელექტრო ფიქსაციის ფუნქციით.

ნახეთ პროექტი სრულად

ბინა მუშტაიდის ბაღთან

ეს სივრცე სანათების დიზაინერ ირინა ბარკალაიას ეკუთვნის. დიდი ზომის ტერასაზე გვხვდება კომპაქტური გარე სამზარეულო და მოსასვენებელი სივრცე რბილი ავეჯით, საიდანაც ულამაზესი ქალაქური ხედებით ტკბობაა შესაძლებელი.

ნახეთ პროექტი სრულად

ბინა კრწანისში

ეს უმშვენიერესი ღია სივრცე ასევე საკუთარი ზომებითა და უნიკალური ხედით იქცევს ყურადღებას. აივანთან ერთად, ტერასის ფართი 92 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ეს არის ადგილი, სადაც მეპატრონეებს განტვირთვისა და გართობისთვის ყველანაირი საშუალება ექმნებათ.

ნახეთ პროექტი სრულად

სად შევიძინოთ პიკნიკის ინვენტარი -#shoppingგიდი Homeis.ge-გან

ID VISION-ის ინდივიდუალური დაკვეთით შესრულებული ქართული წარმოების კედლის ქაღალდის დიზაინები