in

რა მნიშვნელობა ენიჭება ინტერიერის დიზაინს გასაქირავებელი ბინის მოწყობისას

2020 წელს თავდსატეხილმა პანდემიამ ბიზნესის თითქმის ყველა სექტორს მიაყენა ზიანი, თუმცა მათ შორის საზღვრების ჩაკეტვისა და ქვეყნებს შორის მიმოსვლის კლების გამო, ყველაზე მეტად ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა.

ახლა, როცა კორონავირუსის ვაქცინა გამოიგონეს და მსოფლიოს მოსახლეობა აქტიურად იცრება, მომავლის იმედები შედარებით ნათელ ფერებში გვესახება, რაც პირველ რიგში ტურიზმის სექტორს ეხება – მალე მასშტაბურად აღდგება ფრენები და გასაქირავებელი ბინების განახლება-მოწყობა კვლავ აქტუალური გახდება.

ბინა ფალიაშვილზე

ბინების წარმატებით გასაქირავებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერიერის მოწყობაა. ამ პროცესში შეცდომების დაშვებას შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს – ბინა ტურისტებისთვის მიმზიდველი არ იქნება და შედეგად, ბიზნესი ჩავარდება. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რომელ უბანში მდებარეობს სახლი, რადგან გარემოსთან არაადაპტირებულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეცდომაა. ასევე, ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვიზიტების განუცალკევებლობა – ბინის ინტერიერი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მასში დარჩენა სტუმრისთვის არ იყოს მომაბეზრებელი, დამთრგუნველი და მისი ატმოსფერო იყოს სახლისებური, მყუდრო და დახვეწილი.

ბინა ფალიაშვილზე

Wehost ერთ-ერთი ქართული პლატფორმაა, რომელიც ბინების როგორც ქირაობაში, ასევე გაქირავებაში ეხმარება მომხმარებლებს. მათ მიერ რეფორმირებული ერთ-ერთი გამქირავებლის ბინა ნათელი მაგალითია იმისა თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ინტერიერის სწორად შემუშავებას და როგორ უნდა ავირიდოთ შეცდომები გასაქირავებელი სახლების მოწყობის პროცესში.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე გამოსახული ბინა ქალაქის ცენტრში, ფიქრის გორაზე მდებარეობს. მიმზიდველი ლოკაციისა და ახალი რემონტის მიუხედავად, ბინა არ იჯავშნებოდა, რისი გამომწვევი მიზეზიც მისი ინტერიერის დიზაინი იყო. შესაბამისად, Wehost-ის გუნდის მიზანი ბინის დიზაინის ისე დახვეწა იყო, რომ ის უკეთ გაქირავებულიყო.

ამისთვის მათ მინიმალური რესურსი გამოიყენეს და სულ რაღაც 5000 ლარად შეცვალეს ბინის სრული ინტერიერი. შეღებეს კედლები, მოაპირკეთეს სამზარეულო და მცირედი ცვლილებები შეიტანეს ავეჯშიც.

გადაკეთების შემდეგ ბინა სრულიად შეიცვალა და ახლებური იერი მიიღო. შედეგად წარმოუდგენლად გაიზარდა ტურისტების ინტერესი ბინისადმი და გაღებული ხარჯები მეპატრონემ მცირე დროში სრულიად აინაზღაურა. ინტერიერის დიზაინში შეტანილმა ცვლილებებმა სრულიად შეცვალა ამ ბინის გასაქირავებელი ფასიც და გასაქირავებელი პოტენციალიც.

რა იქნება ტრენდული 2021 წელს სამზარეულოს ინტერიერში?

ნანი ბრეგვაძის და ეკა მამალაძის საახალწლოდ მორთული სახლი