in

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ სახლში გაზის გამათბობელი გვაქვს? – 6 პრაქტიკული რჩევა

შემოდგომაზე ტემპერატურის დაცემასთან ერთად, გაზის გამათბობლები კვლავ აქტუალური თემა გახდა. ახლა უკვე დროა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ სიცივეში სახლის გათბობას და უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

პირველ რიგში, თუ სახლში გაზზე მომუშავე გამათბობლები უკვე გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს რადიატორი იქნება, ბოილერი თუ რაიმე სხვა, აუცილებელია მათი წინასწარ შემოწმება და ექსპერტებთან კონსულტაციის გავლა. გაფუჭებულმა გამათბობელმა შეიძლება გამოიწვიოს გაზის გაჟონვა, რაც შეიძლება იქამდე ვერ შეამჩნიოთ, სანამ ხანძრის გაჩენის ან მოწამვლის რისკები არ დადგება.

გამათბობლების წინასწარ შემოწმება ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე გზა რისკების თავიდან ასარიდებლად.

არ განათავსოთ გაზის გამათბობელი აბაზანასა და სამზარეულოში

სახლის ამ ნაწილებში ყველაზე ხშირად იყენებთ ბუნებრივ აირს, შესაბამისად, აქ ყველაზე დიდია ცეცხლის გავრცელებისა და გაზის გაჟონვის რისკები.

დააკვირდით კედლებსა და იატაკს

თუ გამათბობელი კედელთან ახლოს ან იატაკზე გაქვთ დამონტაჟებული, მისი გაფუჭების შემთხვევაში აუცილებლად შეამჩნევთ ლაქებს იატაკზე, რაც გაზის გაჟონვის ერთ-ერთი პირველი ნიშანია.

დააყენეთ გაზის დეტექტორი

გამოყოფილი გაზის რაოდენობის კონტროლი სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით საკმაოდ მარტივია. თუმცა, სახლში მათ დაყენებამდე აუცილებელია ექსპერტებთან კომუნიკაცია რათა დარწმუნდეთ, რომ ხელსაწყო გამართულად მუშაობს.

ერიდეთ გაზზე მომუშავე გამათბობლის საძინებელში დამონტაჟებას

ძილის დროს გაზის სუნის შემჩნევა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ აჯობებს თუ გამათბობელს საძინებელ ოთახში არ განათავსებთ. სანაცვლოდ, შეგიძლიათ ის მისაღებში ან სახლის შემოსასვლელში დაამონტაჟოთ. ასევე, შესაძლოა გაზის გამათბობლის წყლის რადიატორით ჩანაცვლებაც.

მოარიდეთ ქსოვილი რადიატორს

არ დაალაგოთ მასზე ტანსაცმელი და სხვა რბილი ქსოვილები გასაშრობად. გამათბობლის სიახლოვეს ერიდეთ აალებადი ქსოვილის, ავეჯისა და ფარდების განლაგებას.

შეცვალეთ ძველი გათბობის სისტემა

ყოველი შემოდგომისა და ზამთრის სეზონის წინ აუცილებელია გათბობის სისტემის საფუძვლიანი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, გამოცვლა.

ამას გარდა, გამათბობლის არჩევა უნდა დაიწყოთ იმ ოთახის ზომის განსაზღვრით, რომელშიც ის იქნება გამოყენებული. 10 კვადრატული მეტრი ფართობის გასათბობად საჭიროა 1 კილოვატი სიმძლავრე. ამ ბალანსის დარღვევის შემთხვევაში, სახლში ერთნაირი ტემპერატურის შენარჩუნებას ვერ შეძლებთ.

არქიტექტურა, როგორც იდენტობის ძიების პროცესი — ინტერვიუ ნიკა ლეკვეიშვილთან

როგორ გავაკეთოთ არჩევანი პარკეტსა და ლამინატს შორის?