in

6 კომპანია თბილისში, სადაც ხის ავეჯს დაგიმზადებენ

ხის ავეჯი არასდროს კარგავს აქტუალობას. მისი მდიდრული იერსახე და ნებისმიერი სტილის ინტერიერთან შერწყმა ყოველთვის იწვევს აღფრთოვანებას. დღევანდელ რეალობაში ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სამზარეულოები, მაგიდები, კარადები თუ საწოლები მომხმარებლის მხრიდან დიდ მოწონებას იმსახურებს. შესაბამისად, ბაზარზე აქტიურად ჩნდებიან კომპანიები, რომლებიც მზად არიან, დაგიმზადონ სასურველი ავეჯი მასიური ხის მასალისგან, რაც თქვენს სახლს აუცილებლად შემატებს სიმყუდროვესა და გამორჩეულ იერს.

მიუხედავად იმისა, რომ ხის ავეჯი საკმაოდ ძვირადღირებულია, ამ მასალის პროდუქცია მაინც საკმაოდ მოთხოვნადია, ვინაიდან ის წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, მარტივია მისი განახლება და შეღებვა, არის ეკოლოგიურად სუფთა, გარემოსთვის უვნებელია, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, მარტივი მოსავლელია და ყველა ტიპის ინტერიერს  ძალიან უხდება.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ინტერიერი ხის ავეჯით გაამდიდროთ, ჩვენ დაგისახელებთ 5 კომპანიას, რომლებიც ამ მხრივ ჩანაფიქრის სრულყოფაში დაგეხმარებიან:

 

1. ხის ფაქტორი

კომპანია ეკოლოგიურად სუფთა 100% ხის მასალისგან დამზადებული ავეჯს აწარმოებს. შოურუმში დაგხვდებათ მაგიდებისა და სკამების ფართო არჩევანი.

2. Woodmetal

ვუდმეტალი მომხმარებელს სთავაზობს ნატურალური / შედგენილი ხისა და მეტალის ხელნაკეთი ავეჯის, ვიტრაჟებისა და სხვა ნაკეთობების დამზადებას.

3. Redwood • რედვუდი

ეს არის სახლისა და ეზოს ავეჯის მწარმოებელი ატელიე, სადაც ეკოლგიურად სუფთა მასალებით დამზადებულ პროდუქციას შეხვდებით.

4. ემ. ვუდი • M. wood

ემ ვუდი გთავაზობთ მასიური ხისგან დამზადებულ ნაკეთობებს. კომპანია მუშაობს როგორც ინდივიდუალურ დაკვეთებზე, ასევე მზა ნაწარმის გაყიდვაზე

5. Taburet • ტაბურეტი

კომპანია აწარმოებს ხელნაკეთ ავეჯს, რომლის დასამზადებლად მხოლოდ ხის უმაღლესი ხარისხის მასალები გამოიყენება.

6.ბესოს სახელოსნო

ეს არის ქართული კომპანია, რომელიც ამზადებს ხის მასიურ ავეჯს. მათი განსხვავებული სტილი მარტივად დასამახსოვრებელია მომხმარებლისთვის, ხოლო დამზადებული ავეჯი ძალიან უცხო და დახვეწილ იერს სძენს ინტერიერს.

ეილინ გრეი: ინდუსტრიული დიზაინის ლეგენდა

ტური საფრანგეთში მდებარე არაამქვეყნიურ სახლში