in

კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა – Bob

ინოვაციური პროდუქტების გამოფენაზე “IFA Next “, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გაიმართა ბერლინში და ემსახურებოდა ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნეს იდეების აღმოჩენას, რამდენიმე საინტერესო ტექნიკა იყო გამოფენილი სხვადასხვა კომპანიების მიერ. ერთ-ერთი იყო პატარა ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომლის დატევაც ყველგან შესაძლებელია, ის სტერილიზაციას უკეთებს ჭურჭელს, ასევე სამედიცინო ნიღბებსაც. პროდუქტი ეკუთვნის კომპანია Daan Tech-ს, რომელიც პარიზში მდებარეობს. პროდუქტის ბევრი სხვადასხვა ფერი იყო წარმოდგენილი, ის 11 კილოგრამამდე იწონის და კომპაქტური ზომის გამო, მისი გადაადგილება მარტივად შეიძლება, იდეალურია პატარა ოფისებისთვის, ბანაკებისთვის, გემებისა და პატარა სახლებისთვის.

Daan Tech
Daan Tech
Daan Tech

მისი ტექნოლოგია ძალიან ახლოს არის ჩვეულებრივ ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან, მაგრამ მას ასევე მოყვება ავზი. სტანდარტულ რეცხვასთან ერთად, აქვს რეჟიმი, რომლითაც ასტერილიზებს ნივთებს და ჭურჭელს, ასევე სახის ნიღბებსაც კი. დანადგარი ღირს 299 ფუნტი და მისი წინასწარ შეკვეთა შესაძლებელია.

Daan Tech

 

წყარო: Domus

სამრეცხაო სივრცე თქვენს სახლში

გამოფენა ამსტერდამის სტიდლიკის მუზეუმში