in

როგორ გამოვთვალოთ აბაზანისთვის საჭირო ფილების ზუსტი რაოდენობა?

სარემონტო მასალის ყიდვისას ყოველთვის გვსურს რომ მასალის ზუსტი რაოდენობა შევიძინოთ, რომ რემონტის პროცესში მასალა არ დაგვაკლდეს ან პირიქით – ზედმეტად ბევრი არ შევიძინოთ. მასალის რაოდენობის განსაზღვრა გვეხმარება ხარჯების შემცირებისთვისაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევანს ძვირადღირებულ მასალაზე ვაჩერებთ.

კერამიკული ფილების გამოყენების დროს, რაოდენობა რამდენიმე საკითხზეა დამოკიდებული, გასათვალისწინებელია ოთახის დიზაინი, სანტექნიკა, ავეჯის მდებარეობა და სხვა. თუ ფილებს იატაკთან ერთად კედლებზეც იყენებთ, რაც ხშირად აბაზანაში ხდება, მოგიწევთ ფანჯრებისა და სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

რა უნდა იცოდეთ წინასწარ, ფილების შეძენამდე?

  • როგორი დიზაინის ფილები გსურთ, რადგან თუ სხვადასხვა სახის ფილებს იყენებთ, რაოდენობა ამის მიხედვით იცვლება;
  • როგორი იქნება ფილების განლაგება, რადგან თუ მათი გამოყენება დეკორაციული კუთხითაც გსურთ. მოგიწევთ ზოგიერთი მათგანის დაჭრა, რაც საჭირო რაოდენობას ზრდის;
  • როგორი მიმართულებით დააგებთ ფილებს, რადგან თუ მათი დაგება დიაგონალურად გსურთ, კიდეების მოჭრა და დეფორმირება მოგიწევთ;

როგორ ხდება საჭირო რაოდენობის გამოანგარიშება?

იატაკის შემთხვევაში, ფართობის გამოსაანგარიშებლად დაგჭირდებათ კედლის სიგრძე და სიგანე, რომლებსაც ერთმანეთზე გაამრავლებთ. მიღებული შედეგი გაყავით ფილის 1 ნაჭერის ფართობზე. სტანდარტული, პატარა ზომის იატაკის ფილების შემთხვევაში, 4 პატარა ფილა 1 კვადრატულ მეტრს ფარავს.

მაგალითისთვის, თუ იატაკის სიგრძე 4 მეტრია, ხოლო სიგანე – 3, და შევარჩიეთ ფილა, რომლის ზომები 25×75 სანტიმეტრია, პირველ რიგში, საჭიროა რომ ზომები გადავიყვანოთ მეტრებში, რათა გამოთვლის დროს შეცდომა არ დავუშვათ. კონკრეტულ შემთხვევაში ფილების ფართობი 0,1875 კვადრატული მეტრი გამოვა (0,25×0,75), ხოლო ოთახის ფართობი 12 კვადრატული მეტრი (4×3)

ამის შემდეგ, იატაკის ფართობს, რომელიც 12 კვადრატული მეტრია, ვყოფთ ფილების ფართობზე, რომელიც 0,1875 კვადრატული მეტრია და მივიღებთ 64-ს.

კედლის შემთხვევაში, მისი ფართობიც ანალოგიური გზით გამოითვლება, თუმცა ფილის ზომაზე გაყოფამდე, საჭიროა მას კარისა და ფანჯრების ფართობები ცალ-ცალე გამოაკლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიღებული რიცხვი გაყოთ ფილის 1 ნაჭრის ფართობზე.

თუ კედლის სიგრძე 4 მეტრია, სიგანე – 3 და სიმაღლეც – 3, გვაქვს მართკუთხა ფორმის ოთახი, სადაც პარალელური კედლები ერთი ზომისაა. შესაბამისად, 1 კედლის ფართობი 12 კვადრატული მეტრია (3×4) და ემატება მისი პარალელური კედლის ფართობიც, ჯამში – 24 კვადრატული მეტრი. ხოლო მისი მიმდებარე კედლის ფართობი 9 კვადრატული მეტრია, რადგან სიგანე მრავლდება სიმაღლეზე (3×3) და ემატება მისი პარალელური კედლის ფართობიც, ანუ ჯამში გვაქვს 18 კვადრატული მეტრი.

ამ რიცხვების შეკრების შემდეგ, გვაქვს 42 კვადრატული მეტრი, რომელსაც ვყოფთ ფილების ფართობზე და ვიღებთ 224-ს.

გამოანგარიშების ეს პრინციპები უნივერსალურია და შესაფერისია ნებისმიერი იატაკისა და ოთახისათვის. მიღებულ რიცხვებს შეგიძლიათ დაუმატოთ რაოდენობის 10-15%, რომლებსაც გაუთვალისწინებელ შემთხვევაში გამოიყენებთ.

როგორ გავწმინდოთ შავი ფერის სანტექნიკა სწორად? – 8 მარტივი რჩევა

იახტების შთაგონებით შექმნილი სახლი ბელგიაში – Objekt Architecten-ის პროექტი