in

RAXYSE – Stipfold-ის ახალი პროექტი

Stipfold-ის ინტერიერის დიზაინის ახალი პროექტი “RAXYSE” “ლისი გრინ თაუერში” მდებარე ბინაში განხორციელდება.  UNstudio-ს მიერ დაპროექტებული “ლისი გრინ თაუერსი” ერთადერთი მაღალსართულიანი თანამედროვე შენობაა არსებულ დასახლებაში, რომლის დიზაინიც შუშით გარშემოტყმულ პლასტიკურ ფორმას წარმოადგენს.

Bathroom []
Concept 01 []
Concept 02 []
Context []
Dining []
previous arrow
next arrow

RAXYSE – moodboard

ინტერიერის პროექტი არქიტექტურული კონტექსტის გაგრძელებაა და ფასადის კონტურებს იმეორებს. კონცეფციაში მთავარი აქცენტი ბუნებრივ განათებაზეა დათმობილი. მშვიდი გარემოს შესაქმნელად ბინაში მსუბუქი ფერები და მომრგვალებული კუთხეები დომინირებს.

RAXYSE – რენდერები

პროექტის მიხედვით, ბინის მრუდე და დახრილი კედლები სივრცეს შეარბილებს და მასში დღის შუქის უხვად დინებას შეუწყობს ხელს, რაც სახლში კომფორტული აურის შესაქმნელად ძალიან პრიორიტეტული ნაბიჯია. მრგვალი ფორმების გამოსაკვეთად, განათების ზოლი კედლების ზედა ზღვარს მიუყვება, ქვედა ხაზი კი იდენტური მოცულობის ნეგატიურ სივრცეს წარმოადგენს. ბინაში განთავსებული ავეჯი კედელს შეერწყმება, მათ შორის ზღვარს გააქრობს და დიზაინში უსასრულობის შეგრძნებას დატოვებს.

RAXYSE – რენდერები

პროექტის მიხედვით, ამ მიდგომის გაგრძელებაა ინტერიერზე მორგებული, არასტანდარტული სამზარეულოს კუნძული, ტელევიზორის სადგამი, მაგიდა სტუმრის ოთახში, თაროები ბავშის ოთახში და ხელსაბანი სააბაზანოში, რომლებიც ინტერიერის მრგვალ ფორმებს იმეორებს. ტონების სიმსუბუქე ფოკუსს ქალაქის ხედისკენ მიმართვას, თუმცა თითოეულ ოთახში კონკრეტული მკვეთრი ფერის ავეჯი გამოიკვეთება და ამით სივრცის ხასიათს გააძლიერებს. რბილი ფორმები აბაზანის ბრინჯაოს ფერის აქსესუარებშიც მეორდება, რაც ბინის მთლიანი სივრცის ერთიანად აღქმაში დიდ როლს თამაშობს.

RAXYSE – გეგმა

02 MOOD LIVING (8) []
03 MOOD LIVING (3) []
05 MOOD KITCHEN (1) []
06 MOOD KITCHEN (2) []
07 MOOD KITCHEN (4) []
09 MOOD LIVING (6) []
12 MOOD LIVING (7) []
14 MOOD LIVING (4) []
15 MOOD LIVING (5) []
18 MOOD HALL (2) []
22 MOOD MASTER (1) []
26 MOOD BATH (1) []
28 MOOD BATH (2) []
29 MOOD BATH (3) []
32 MOOD BEDROOM (2) []
previous arrow
next arrow

RAXYSE – რენდერების დეტალები

 

საპროექტო ჯგუფი: ბექა ფხაკაძე, გიორგი ბენდელავა, გიორგი ზაკაშვილი, ლევან გოგავა

ქოფირაითერი: მიკა მოწყობილი 

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო 

ინტერიერის ტიპი: საცხოვრებელი

ფართობი: 180 კვ/მ

წელი: 2020

სტატუსი: მიმდინარე

#რაშენდება – “m³ საბურთალო” m²-ისგან

Studio995 ამიერიდან მომხმარებელს არქიტექტურულ მომსახურებასაც შესთავაზებს