in

Studio995 ამიერიდან მომხმარებელს არქიტექტურულ მომსახურებასაც შესთავაზებს

Studio 995 ევროპული ვინტაჟური ავეჯისა და ინტერიერის დიზიანის აქსესუარების შოურუმია, რომელიც სახელოსნო Factory 995-თან ერთად ჩამოყალიბდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამიერიდან სტუდია მომხმარებელს კიდევ უფრო ფართო სპექტრის მომსახურებას სთავაზობს. კონკრეტულად კი ავეჯის რესტავრაციისა და ინტერერის დიზაინის გარდა, Studio 995-ში უკვე სრული არქიტექტურული  სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი: საპროექტო მომსახურება, საცხოვრებელი ან კომერციული ფართის დაგეგმარება, მშენებლობა/რეკონსტრუქცია და ინტერიერის მოწყობა.

ვახტანგ გორგასლის #115-ში მდებარე სტუდიის სახელოსნოში, Factory995-ში  საკუთარი ავეჯის რესტავრირებაც შეგიძლიათ – სტუდიას ამ დარგში წლების საოცარი გამოცდილება აქვს.

Factory995-მა  რესტავრირებასთან ერთად საკუთარი ავეჯის წარმოებაც დაიწყო, რომელიც მომხმარებელში მზარდი პოპულარობით სარგებლობს.

RAXYSE – Stipfold-ის ახალი პროექტი

რა იქნება ტრენდული 2021 წელს საძინებელი ოთახების ინტერიერში?