in

როგორ შევინახოთ ზამთრის ტანსაცმელი

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად დღის წესრიგში ზამთრის სამოსის შენახვა დგება. სწორად შენახული ტანსაცმელი არც იერს დაკარგავს და შემდეგ სეზონზეც ერთგულად გვემსახურება. დღეს გვინდა ზამთრის ტანსაცმლის შენახვის ხერხებზე გესაუბროთ, რათა ჩვენთვის ძვირფასმა სამოსმა შეძლებისდაგვარად დიდხანს გვასიაოვნოს.

1. სორტირება

პირველი ნაბიჯი ტანსაცმლის სორტირებაა, რას ვინახავთ და რას არა. შეგიძლიათ დაარიგოთ, გააჩუქოთ ან უბრალოდ გადამუშავებისთვის ჩააბაროთ ისინი.

2. ტანსაცმლის დათვალიერება

ჩრჩილსა და სხვა მავნებლებს უფრო საკვებისა და ოფლის ლაქები იზიდავს, ვიდრე თვითონ ტექსტილი. ამიტომ დარწმუნდით, რომ შენახვისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი საუკეთესო მდგომარეობაშია, არა აქვს არასასიამოვნო სუნი ან ლაქები (თუნდაც ძნელად შესამჩნევი).

3. რეცხვა

გარეცხეთ ყველაფერი, რასაც შენახვას უპირებთ. შალის სამოსი გელით უნდა გაირეცხოს, ხოლო  ზამთრის პალტო ქიმწმენდაში ჩააბარეთ.  მავნებლებს სარეცხის კონდენციონერი, მათეთრებელი და კრახმალიც იზიდავს, ამიტომ რეცხვისათვის ჩვეულებრივი ფხვნილი და ინტენსიური გავლება გამოიყენეთ. შეფუთვამდე კარგად გამოაშრეთ ტანსაცმელი.

4. შენახვა

ყველაფერი ის, რაც დაკიდებით შეიძლება გაიწელოს ან ფორმა დაკარგოს, შეინახეთ დაკეცილი და დაკიდეთ ყველაფერი ის, რაც ჩაკეცილ მდგომარეობაში შეიძლება დაიკუჭოს.

  • საკმარი ადგილის არსებობისას ბუმბულის ქურთუკები და პლისეებიანი ზამთრის კაბები უმჯობესია ჩამოკიდოთ. ნუ შეინახავთ მათ ჰერმეტულ ცელოფანში და ნურც ზედმეტად ჩატკეპნით სხვა ტანსაცმელთან ერთად.
  • ჩაკეცვისას თამბაქოს ქაღალდი გამოიყენეთ, ამით ვინტაჟურ, დელიკატურ და განსაკუთრებულ ნივთებს დაცვის დამატებით ფენას შეუქმნით. ტანსაცმელს საღებავისა და მეორე ტანსაცმლის წახნაგოვანი დეტალებისგან ქაღალდის ხელსახოციც კარგად იცავს.
  • ვაკუუმური პაკეტები და სახურავიანი პლასტიკური კონტეინერები კარგი ვარიანტია. ისინი მინიმალურ ადგილს იკავებს და მავნებლებისგან  ტანსაცმელს კარგად დაიცავს. უმჯობესია, ფეხსაცმელიც პლასტიკურ ყუთებში შეინახოთ. დარწმუნდით, რომ ისინი სუფთა და მშრალია. კონტეინერს ნუ გადატვირთავთ. გამოიყენეთ თამბაქოს ქაღალდი ან ფეხსაცმლის ფორმის შემანარჩუნებელი.

  • შენახულ ტანსაცმელთან ერთად აუცილებლად მოათავსეთ მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებებიც. ნახშირის ტომსიკები კარგად შთანთქავს სუნებს, ასევე კარგია ლავანდისა და კედარის ბურთულები.
  • ერიდეთ ტანსაცმლის ავტოფარეხში ან სხვენში შენახვას. შეინახეთ ის გრილ, მშრალ და ბნელ ადგილზე. შენახვისთვის იდეალური ადგილია კარადა ან საწოლის ქვედა სივრცე.
  • ძვირფასი სვიტერები ელვიან პაკეტებში მოათავსეთ და რამდენიმე დღე მაცივარში გაყინეთ, ამ გზით თქვენ გამოუჩეკავ პარაზიტებს გაანადგურებთ.

ნათელი და მყუდრო სააგარაკე სახლი ხის დეტალებით

ორი ბარი ერთი კონცეფციით – “შრე სტუდიოს” ნამუშევარი