in ,

#სადვიცხოვრო: ფერადი ბინა ბათუმში

Banner M2
Banner M2

ეს ფერადი ბინა ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. მასში ერთი საძინებელი, გაერთიანებული მისაღები-სამზარეულო და ერთი სველი წერტილი მოთავსდა.

ინტერიერში ყურადღებას იქცევს ქართული რეალობისთვის ნაკლებად დამახასიათებელი თამამი ფერების არსებობა. სამზარეულოში გვხვდება ულამაზესი მკვეთრი ლურჯი ფერი, მისაღებ ზონაში აქცენტი გაკეთებულია ხასხასა ყვითელ სავარძელზე, საძინებელში ვარდისფერი და ცისფერი გამა ფიგურირებს, ხოლო აბაზანა ნარინჯისფერშია გადაწყვეტილი.

აღნიშნული ბინის ქირაობა შესაძლებელია Wehost.ge პლათფორმის საშუალებით.

ფოტოები: Wehost.ge

საწოლის შერჩევის დროს დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა

“აუკი” – სტუდია, სადაც ინტერიერის დიზაინი ინდივიდუალური მიდგომით იქმნება