in

არასტანდარტული სახლი იაპონიის ტყეში

Alliance Group
Alliance Group

ბოლო დროს ადამიანები ქალაქის ხმაურს და ტემპს გარეუბნებში ცხოვრებას ამჯობინებენ.  თანამედროვე ხმაურიანი ქალაქებიდან ბუნებაში, სიმშვიდეში გადასვლა ბევრის აზრით  სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაშიც აქტუალური საკითხია.  დღეს ჩვენ გიამბობთ პროექტზე, რომელიც იაპონიაში, ნისეკოს სათხილამურო კურორტთან ახლოს ტყეში მდებარეობს.

როდესაც ადამიანს რეგიონის სილამაზე ხიბლავს, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი  ქაოტური ატმოსფერო და სვლის სისწრაფე აწუხებს, გამოსავალს ხშირად ბუნებასთან ახლოს, ტყის სიმშვიდეში  პოულობს. სიჩუმე, რომელიც ტყისპირის განუყოფელი მეგზურია, დასვენების დროს იმ  ხმაურისა და მუდმივი ტემპის ანტითეზია, რომელმაც იაპონიაში ცნობილი სათხილამურო კურორტები მოიცვა. სწორედ ასე მოიქცა დიდი ოჯახი, რომელიც ტყეში განმარტოვდა.

იაპონიის ტყეში მდებარე ეს სახლი არ არის სტანდარტული ფორმის.  შენობა მორგებულია იმ გარემოზე, სადაც ის აშენდა. Florian Busch Architects-ის ეს პროექტი შექმნილია ოჯახისთვის, რომელსაც უნდა ერთად ყოფნა, მაგრამ ამავდროულად, თითოეულ მათგანს პირადი სივრცე სჭირდება, სადაც ისინი ტყის ნაწილი გახდებიან. აქცენტები გაკეთებულია გარშემო არსებულ ხეებზე, რომლებიც ავსებენ შენობის ირგვლივ მდებარე სივრცეს. სწორედ ამ საუცხოო გარემოს დამსახურებით, სახლში გადაადგილება ტყეში გადაადგილების შეგრძნებას იწვევს.

სარკე როგორც მრავალფუნქციური დიზაინერული ინსტრუმენტი ინტერიერში

გლდანიპოლი – “ურბანული ექსპერიმენტების” მიერ შექმნილი შემეცნებითი თამაში ქართულ რეალობაზე