in

სამკუთხა სახლი ხვეული კიბით რაჭაში – გიორგი გოგორიშვილისა და ელენე თოთიბაძის პროექტი

კოტეჯი, რომელსაც Wild Escape Racha ჰქვია, მდებარეობს რაჭაში, თლუღში, შაორის წყალსაცავთან ახლოს და ის ახალგაზრდა წყვილს, გიორგი გოგორიშვილისა და ელენე თოთიბაძეს ეკუთვნის. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მისი ადგილმდებარეობაა –  ნაგებობა ერთი მხრიდან გარშემორტყმულია მდინარით, მეორე მხრიდან კი უნიკალური სოჭის ტყით.

“ჩვენი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად დიდი ვიტრაჟები გვქონოდა, საიდანაც დავტკბებოდით საოცარი ხედებით. ბუნებრივია, სამკუთხედი კონსტრუქცია არ არის ყველაზე პრაქტიკული დიდი სივრცის დანაკარგის გამო, მაგრამ არის ლამაზი, გამძლე და საუკეთესო გამოსავალი მთიან ადგილებში,” – გვიამბობენ გიორგი და ელენე

ინტერიერში უხვად არის გამოყენებული ხის მასალა. აქ გვხვდება მასიური ხის საწოლები და მაგიდები.

სახლის ერთ-ერთ გამორჩეულ ელემენტს ხვეული კიბე წარმოადგენს. მსგავსი ტიპის არქიტექტურული ელემენტი ხშირად გამოიყენება სკანდინავიური სტილის სამკუთხა სახლებში (“triangle house”). თუმცა, მსოფლიო პრაქტიკაში, უმეტესად ან ძალიან მცირე ზომის, ან მაქსიმუმ ორ სართულიანი სტანდარტული კუთხის კიბე გვხვდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პროექტის ავტორებმა შექმნეს ხვეული კიბე, რომელიც სამ სართულს აკავშირებს ერთმანეთთან, რაც ნაგებობას გამოარჩევს მსგავსი ტიპის შენობებისგან.

როგორც მეპატრონეები გვიამბობენ, მათი მიზანი იყო ის, რომ ჰქონოდათ სრული კომფორტი ველურ გარემოში, მაგრამ ამასთან ერთად, არ დაეკარგათ იმ გარემოს შეგრძნება, სადაც იმყოფებოდნენ. ამ ამოცანის შესრულება კი საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

კოტეჯი მდებარეობს ხელუხლებელ ველურ გარემოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის დროს არ იყო არანაირი კომუნიკაცია, შესაბამისად, მოგვიწია ყველაფრის ნულიდან კეთება. ეს იყო დიდი გამოწვევების გადალახვის კარგი გამოცდილება,” –  გვიამბობენ გიორგი გოგორიშვილი და ელენე თოთიბაძე

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

31 საუცხოო ინტერიერი უხვი ბუნებრივი განათებით – #Homeisინსპირაცია

ძველი ნაგებობისა და თანამედროვე შენობის საინტერესო ნაზავი – Jones Architects-ის ნამუშევარი