in

6 გავრცელებული მითი სამზარეულოს შპალერის შესახებ

ხშირად გვსმენია, რომ თითქოს სამზარეულოში შპალერი სუნს შთანთქავს, მისი გარეცხვა შეუძლებელია ან ის დეკორს ცვლის. თუ თქვენც ასე მიგაჩნიათ, მაშინ ჩვენი სტატიის წაკითხვას გირჩევთ.

მითი N1: სამზარეულოში ქაღალდის შპალერის გამოყენება არ შეიძლება

სამზარეულოში შპალერის არჩევის დროს ძირითადი აქცენტი მის საექსპლუატაციო თვისებებზე კეთდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დეკორატიულ შემადგენელზე მეტად ყურადღება მასალის გამძლეობას ექცევა. აქედან გამომდინარე, ქაღალდის შპალერზე უარს ამბობენ და არჩევანს მაქსიმალურად მტკიცე, მაგალითად ვინილის მასალაზე აკეთებენ.

რეალობა:

სამზარეულოში შესაძლებელია სხვადასხვა შპალერის არჩევა: ქაღალდის, ფლიზელინის, ვინილის, შუშის და ა.შ. გადაწყვეტილება ბიუჯეტისა და მოწონებული ორნამენტის მიხედვით შეგიძლიათ გააკეთოთ.

სასაუზმე ზონაში გამოყენებული ქაღალდის შპალერი სასტუმრო და შემოსასვლელთან შედარებით მეტ დატვირთვას არ განიცდის. მათი გაკვრა სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის მახლობლადაცაა შესაძლებელი. იქ, სადაც ქონისა და წყლის ზემოქმედება მაქსიმალურია, მას დამცავი ფირი უნდა გადავაკრათ.

მითი N2: ნატურალური შპალერი სუნს შთანთქავს

ფართოდაა გავრცელებული მითი, რომ ქაღალდისა და ფლიზელინის შპალერი სუნს შთანთქავს.

რეალობა:

სინამდვილეში,  ნატურალური და სინტეთიკური ზედაპირების სტრუქტურაში პრინციპული განსხვავება, რომელიც სუნის შთანთქმის ხარისხს განსაზღვრავს, არ არსებობს. იმისთვის, რომ სამზარეულოში საჭმლის მძაფრი სუნი არ იყოს, კარგი ვენტილაცია და რეგულარული განიავებაა საჭირო.

მითი N3: სამზარეულოში შპალერის გარეცხვა ხშირად მოგიწევთ

მცდარია მოსაზრება, რომ სამზარეულოში შპალერის გაკვრის შემდეგ მისი ყოველდღიური რეცხვა მოგიწევთ. ეს იმ შემთხვევაშია აუცილებელი თუ პატარა ბავშვები დამოუკიდებლად ჭამის დროს არააკურატულები იქნებიან.

რეალობა:

თუ თქვენ კარგი გამწოვი გაქვთ, კედლები საჭმლის სუნით არ გაიჟღინთება. ხოლო სამუშაო ზედაპირიდან მოშორებით გაკრულ შპალერს შხეფები ვერ მიწვდება.

მითი N4:  ფაქტურიანი შპალერი ისვრება

ამ ცრურწმენის გავრცელების მიზეზი ისაა, რომ სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის კედელზე რელიეფური ფილის გაკვრა არ არის რეკომენდირებული. ეს სწორიცაა, ვინაიდან რელიეფური ზედაპირი წყლის, მტვრისა და ცხიმის შხეფებისგან უფრო რთულად იწმინდება. ეს საკითხიც მარტივად შეიძლება მოგვარდეს შუშის დამცავი ფირების ან ჭუჭყის მოსაგერიებელი სპეციალური სპრეების მეშვეობით.

რეალობა:

ფაქტურიანი შპალერის გამოყენება შესაძლებელია, უბრალოდ რამდენიმე თვეში ერთხელ მისი მტვერსასრუტით ან სპეციალური ხაოიანი ჩვრით გასუფთავება მოგიწევთ. დამატებითი წმენდა იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, თუ მას სამზარეულოს სამუშაო ზედაპირთან გააკრავთ და დამცავი ფირით არ დაფარავთ.

მითი N5:  შპალერი გარნიტურის ფერში უნდა იყოს

ეს ასეა, თუ თქვენი მიზანი მონოქრომული ინტერიერის შექმნაა. მაგრამ ყოველთვის არა.

რეალობა:

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ფერადი გარნიტური გაქვთ, უმჯობესია ნათელი ფერის კედლების გაკეთება ან ფასადების კონტრასტული ელფერების შერჩევა. ასე უფრო საინტერესო გამოვა. კიდევ ერთი სამუშაო ხრიკი იმგვარი ორნამენტებიანი შპალერის გამოყენებაა, სადაც გარნიტურის ფერი ნაწილობრივ გამეორდება. სწორედაც ნაწილობრივ, ვინაიდან ასეთი დელიკატური შეფარდება უფრო ელეგანტურად გამოიყურება.

მითი N6: თუ მკვეთრი შპალერი გამოიყენეთ, დეკორის შერჩევა აღარაა საჭირო

კედელი აქცენტი – კარგი ხერხია სივრცის დეკორირებისთვის. თუმცა, ამით ნუ შემოიფარგლებით.

სამზარეულოში დეკორის ზომიერი რაოდენობა მიღებულია, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ კედელი შპალერის მეშვეობით აქცენტად გადააქციეთ. შეარჩიეთ ლამაზი კედლის სანათები, ჭურჭელი და პოსტერები.

არქიტექტურა როგორც ეკოლოგიურ-სოციალური კრიზისის გადამჭრელი ხელსაწყო – ინტერვიუ რუსო მარგიშვილთან

Quinta da Baroneza – სახლი ბრაზილიაში ლანდშაფტის განსაკუთრებული დიზაინით