in

12 კომპანია საქართველოში, რომლებიც რემონტზე თქვენ მაგივრად იზრუნებენ

რემონტი ადამიანების ცხოვრებაში სიახლესთან ასოცირდება და მისი წარმატებით დასრულება უმნიშვნელოვანესია.

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა, ყველა დეტალის გათვალისწინება და დასახული მიზნის მიღწევა ბევრი ადამიანისთვის უამრავ დროსთან, სტრესთან, დაბნეულობასა და გაურკვევლობასთანაა დაკავშირებული. თითოეულ საკითხზე ფიქრი, სწორი და ხარისხიანი მასალის მოძიება, კომპეტენტური ადამიანების შერჩევა უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი მათგანი უპირატესობას სარემონტო კომპანიებს ანიჭებს, რომლებიც ობიექტის მეპატრონის მაგივრად იზრუნებენ ნებისმიერ დეტალზე, მოაგვარებენ ყველანაირ პრობლემას, მონიტორინგს გაუწევენ რემონტის მიმდინარეობას და სრულად განაახლებენ სივრცეს, ზედმეტი სტრესისა და დროის ხარჯვის გარეშე.

დღეს ჩვენ 12 სარემონტო კომპანიას გაგაცნობთ, რომლებიც სურვილის შემთხვევაში, თქვენ მაგივრად წარმართავენ სარემონტო სამუშაოებს:

1. Gamiremonte.ge

სამშენებლო კომპანია Gamiremonte.ge-ს მიზანს წარმოადგენს ხარისხიანი, კომფორტული და გრძელვადიანი რემონტის გაკეთება. წარმატებული პროექტების განხორციელებაში კი მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალთა გუნდი და თანამედროვე აღჭურვილობა ეხმარება.

2. ფაქტორ გრუპი 

კომპანია, ფაქტორ გრუპი, მომხმარებელს სამშენებლო და სარემონტო მომსახურებას სთავაზობს. მის მომსახურებაში შედის: პროექტირება, მშენებლობა და შიდა ინტერიერი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე და განსაზღვრული ვადების დაცვით, სარემონტო სამუშაოების სრულ უზრუნველყოფას ჰპირდება.

3.GeoRemonti

კომპანია, GeoRemonti, პროფესიონალთა გუნდსა და ხარისხიან სამუშაოს გთავაზობთ. კომპანია ითვალისწინებს ყველა ტიპის ბინის რემონტს, მშენებლობასა და დიზაინს.

4.EvoSpace 

                                                                                                                          

კომპანია, EvoSpace უზრუნველყოფს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, პრემიუმ მშენებლობასა და რემონტს, რათა მომხმარებელმა თავი კომფორტულ გარემოში იგრძნოს.

5.AIA Group მშენებლობა და რემონტი თბილისში 

AIA Group, 14 წლიანი გამოცდილებით სამშენებლო ინდუსტრიაში, მომხმარებელს სრულ რემონტს, მყუდრო და კეთილმოწყობილი სივრცის უზრუნველყოფას ჰპირდება.

6.სარემონტო კომპანია – მწვანე ფერი 

სარემონტო კომპანია – მწვანე ფერი დაგეხმარებათ ნებისმიერი სახის სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში და თავიდან აგაცილებთ ზედმეტი ენერგიისა და დროის ხარჯვას.

7.Brigad Art 

Brigard Art – გთავაზობთ სხვადასხვა სახის სერვისებს – მშენებლობას, ინტერიერის დიზაინის შექმნასა და სრულ რემონტს. კომპანია თქვენს მაგივრად იზრუნებს კომფორტული და კეთილმოწყობილი სივრცის შექმნაზე.

8.Full Service Group 

Full Service Group რემონტის მიმდინარეობისას თითოეული ელემენტის გათვალისწინებას, დეტალებზე ორიენტირებასა და სარემონტო სამუშაოების სრულ უზრუნველყოფას გპირდებათ.

9.რინოქსი

რინოქსი 2016 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სახლების, ოფისებისა და სხვადასხვა დანიშნულების ფართების დაგეგმარებასა და სრულ სარემონტო მომსახურებას სთავაზობს.

10.კერემონტი   

კერემონტის არჩევის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს მშენებლობას, კაპიტალურ რემონტსა და ინტერიერის დიზაინის სრულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის მიზანია საბოლოო შედეგის ეფექტურობა და თითოეული მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება.

11. სამშენებლო ჯგუფი “Masters Group”

სამშენებლო ჯგუფი “Masters Group” სრულ შიდა რემონტს უზრუნველყოფს დამკვეთის ნებისმიერი მოთხოვნის საფუძველზე. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მისაღებ ფასებში ხარისხიანი სამუშაოს შესრულება.

12.Builder X

Builder X გთავაზობთ მაღალი ხარისხის ინტერიერისა და ექსტერიერის კეთილმოწყობასა და განსაზღვრულ ვადებში, გამოცდილი გუნდის მიერ სრული სარემონტო სამუშაოების შესრულებას.

ნაძვისებური და V ფორმის იატაკი – რაში მდგომარეობს მთავარი განსხვავებები მათ შორის

მსახიობ ლოის რობინსის ბინა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკთან