in

თივის სახლი – ახალი ეკოლოგიური ტენდენცია საფრანგეთში

Alliance Group
Alliance Group

ეკოლოგიური და ეკონომიური „თივის სახლები“ დღეს ბევრი ფრანგი მფლობელის ინტერესის საგანია. ხის მასალის მზარდი დეფიციტი ადგილობრივ მაცხოვრებლებს ალტერნატივად თივის გამოყენებას აიძულებს. ეს მასალა, რომელიც სასოფლო მეურნეობებში საკმაოდ ხშირად გვხვდება, სულ უფრო პოპულარული ხდება და არქიტექტურულ ჟურნალებში სამშენებლო მომავლის ძირითადი მოთამაშის როლს უწინასწარმეტყველებენ. დღეს სწორედ ამ თემაზე გვსურს გიამბოთ.

როგორ უნდა აშენდეს თივის სახლი

მნიშვნელოვანია თივის სახეობის სწორი არჩევა. სპეციალისტები რეკომენდაციას ხორბალს, ტრიქტიკალს (ხორბლისა და ჭვავის ჰიბრიდი) და ჭვავს აძლევენ. თივა სეზონური პროდუქტია, რომლის მიღება მხოლოდ ზაფხულის ბოლოსაა შესაძლებელი. ამიტომ სამუშაოები ამ პერიოდში უნდა დაიგეგმოს. სამშენებლო მოედანიც ამ სპეციფიკური მასალისთვის უნდა მომზადდეს.

საშუალო ფართის სახლებისთვის უმჯობესია ისეთი სამშენებლო ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც „ნებრასკის“ სახელითაა ცნობილი. ეს მიდგომა თივის “ტუკების” ჭადრაკისებურად შტაბელირებას და ბამბუკებთან ერთად შეკვრას გულისხმობს. უფრო დიდი შენობებისთვის შენების სხვა ტექნიკა გამოიყენება, რომელიც „ხის ჩარჩოს“ სახითაა ცნობილი. ამ დროს ჯერ ხის „კარკასი“ შენდება, შემდგომ კონსტრუქციაში თივის „ტუკები“ თავსდება. ორივე მეთოდის გამოყენების შემდგომ თივის  „ტუკები“ ფისითა და ორგანული საღებავით უნდა დაიფაროს.

ძლიერი და სუსტი მხარეები

თივის გამოყენების ყველაზე დიდი უპირატესობა მისი ხელმისაწვდომობა და ფასია. როცა ჯერი მშენებლობამდე მიდის, რეკომენდებულია „საკუთარი ხელით კეთების მიდგომის” (DIY) გამოყენება, ვინაიდან თივის სახლების მშენებლობა განსაკუთრებულ სამშენებლო უნარებს არ მოითხოვს და მისი გამოყენებით მაღალი სახლები არ შენდება. და ბოლოს, გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, თივა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და ის გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი საიზოლაციო და ცეცხლმედეგი თვისებებით გამოირჩევა.

სამწუხაროდ, ნესტი თივის ყველაზე დიდი მტერია, რის გამოც შეუძლებელია წვიმაში მუშაობა. შესაბამისად, მფლობელებმა მშენებლობის პროცესში ტუკების მშრალ გარემოში შენახვა უნდა უზრუნველყონ. ასევე გასათვალისწინებელია სპეციალური საფუძველი, რომელიც მიწიდან ნესტის ამოსვლას და ამით თივის ლპობას შეაკავებს.

ვინსენტ ფერსტოსის ამბავი

ვინსენტ ფერსტოსი, რომელიც ფრანგული კომუნა მელლში ცხოვრობს, დიდი ხანია თივის სახლის აშენებაზე ფიქრობდა. მან თივის 400 ტუკი შეიძინა და საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა, ხოლო სულ რაღაც 18 თვეში პროფესიონალი მშენებლების მეშვეობით, მან საოცნებო სახლი აიშენა.

ვინსენტის სახლის კედლები ხის, მიწისა და თივისგანაა აღმართული. მშენებლობის სპეციალისტის, ედდი ფრუჩარდი თანახმად, ეს მეთოდი ძალიან პოპულარული გახდა უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის სახლი მშენებლობის მომავალია.

 

#სადვიცხოვრო: ზოროასტრიულ ათეშგასთან მდებარე სახლი გომის ქუჩაზე

ესპანური ტრადიციებით აგებული თანამედროვე ვილა კოსტა დელ სოლში