in

რჩევები სააგარაკე ვერანდის განახლებისთვის

თუ ამინდი  საშუალებას იძლევა, სუფთა ჰაერზე დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა. ვერანდა შესაძლებელია დასვენებისა და დროის გატარების საუკეთესო ადგილად იქცეს. დღეს ჩვენ დიზაინერების რჩევები მოგიმზადეთ, რომლებიც ამ სივრცის საუკეთესოდ მომზადებაში დაგეხმარებათ.

რჩევა #1

იატაკზე ნაქსოვი ხალიჩა ან კილიმი დააფინეთ, ის თვალისთვის სასიამოვნო “ფერადი ლაქისა” და სახლის სივრცის ვერანდაში რბილი გადადინების ეფექტს შექმნის. ასეთი ხალიჩები შესახებადაც სასიამოვნოა და ზაფხულობით მათზე ფეხშიშველი სიარულიც არის შესაძლებელი.

რჩევა #2

ვერანდაზე მსუბუქი ფარდები დაკიდეთ, რომლებიც მზის სხივებისგან დაგიცავთ და ამავე დროს მსუბუქ ნიავსაც გაატარებს.

რჩევა #3

ვერანდაზე დასვენებისთვის მოხერხებული ადგილი მოიწყვეთ. რა შეიძლება წახემსების შემდგომ სუფთა ჰაერზე წაძინებაზე უკეთესი იყოს? ფართო საძინებელი ადგილი შესაძლებელია დივნადაც გამოიყენოთ.

თუ ვერანდა გადახურულია და კონსტრუქცია ამის საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ ჩამოკიდებული საწოლი-საქანელა მოიწყოთ.

რჩევა #4

მაღალ საყვავილეებში სანელებელი ბალახები დარგეთ. ბალახი ვერანდას სურნელით აავსებს. შენობიდან ვერანდაზე ქოთნის მოზრდილი მცენარეები გამოიტანეთ.

რჩევა #5

თუ ვერანდა ღიაა, დაამონტაჟეთ ქოლგა, გასაშლელი „მარკიზა“ ან ტენტი.

რჩევა #6

თუ ვერანდაზე მაგიდაა, თაროების სისტემა (ჭურჭლისა და საჭირო წვრილმანების) შენახვის მოხერხებულ ადგილად გამოდგება.

რჩევა #7

დახურულ კოლბებში მოთავსებული დიდი სანთლები ვერანდაზე მყუდრო და რომანტიკული ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.

რჩევები ელექტრო გაყვანილობის სწორად შესრულებისთვის – “ნამაი სტანდარტი”

ტური დენ აბრამსის ნიუ იორკის სახლში