in

Baan Nakhonnayok — მდინარისპირა სახლი ტაილანდში

Alliance Group
Alliance Group

ამ სახლს, რომელიც განტვირთვისთვის შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის, ოჯახი შვებულების დროს იყენებს და მას პენსიაზე გასვლისთვის შესაფერის საცხოვრებლად განიხილავს. თავშესაფარი ტაილანდში, მდინარე ნახონ ნაიოკის გასწვრივ მდებარეობს და დაპროექტებისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახლის თითოეული სივრციდან მისი ხედებით ტკბობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა იყო. ამ პრობლემის გადასაჭრელად შენობა ყველაზე მაღალ ზონაში აშენდა.

სახლისთვის საკმარისი ჩრდილის უზრუნველსაყოფად შენარჩუნებულია ირგვლივ არსებული ხეები. ერთ-ერთი საინტერესო გადაწყვეტაა კედლის საშუალებით სახლში შესვლამდე მდინარის ხედის „დაბლოკვა“. კარის გაღებისას კი გარკვეული გაოცების ეფექტი იქმნება და ნახონ ნაიოკის ულამაზესი ხედები იშლება.

მდინარის პირას არსებული ტერასა ყველაზე ხშირად გამოყენებული ადგილია, რომელიც პირველ სართულზეა განთავსებული. თავისი მთავარი ფუნქციის შესრულებასთან ერთად, ის მისაღები ოთახისთვის ჩრდილსაც უზრუნველყოფს.

დიზაინის კიდევ ერთი ასპექტი მასალების ტრანსპორტირების პრობლემა იყო, რადგან ტერიტორია ვიწრო და მრუდე ხეივანზე მდებარეობს. ამიტომ, პროექტის ავტორებმა შეარჩიეს მცირე ზომის მასალები, რომელთა ტრანსპორტირებაც, გარემო პირობების გათვალისწინებით, მარტივი იქნებოდა.

Baan Nakhonnayok აურზაურისგან თავის დაღწევის ეფექტს ხაზს არქიტექტურით უსვამს. ეს არის თავშესაფარი, რომელიც განტვირთვის მაძიებელი ადამიანების საჭიროებებს იდეალურად ერგება.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

Realtor.ge-მ კომპანიაში რობოტი დაასაქმა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პირველი მონაწილეობა ზალცბურგის საერთაშორისო დიზაინის კვირეულში