in

რემონტის გიდი: როგორ შევღებოთ ჭერი

ინტერიერის დიზაინის განახლებაზე მუშაობისას ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება ჭერი – საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. ბევრის აზრით, ჭერი ბინის სრულად უფუნქციო ნაწილია, თუმცა სწორად შერჩეული მასალის, ფერებისა და ორნამენტების წყალობით სწორედ ჭერი შეიძლება გახდეს ის ელემენტი, რომელიც მთელ ინტერიერს „შეკრავს“ და ჰარმონიულ კომპოზიციად გარდაქმნის. ჭერის საკუთარი ხელით შეღებვის პირველი ნაბიჯი მისი სამომავლო დიზაინის მოფიქრებაა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ეტაპებს, homeis.ge გთავაზობთ დეტალურ გიდს:

Are you neglecting your fifth wall? It's all about the ceilings!! - Modern Luxe

მოამზადეთ ის ფართობი, რომლის ჭერიც უნდა შეღებოთ

ცნობილია, რომ რემონტისას პირველ რიგში ჭერი უნდა შეღებოთ და შემდეგ კედლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ ახლადშეღებილ კედლებს გააფუჭებთ და მათი თავიდან გაფორმება მოგიწევთ. ამასთან ერთად, იმ ოთახიდან, რომლის ჭერსაც ღებავთ, აუცილებლად უნდა გაიტანოთ ავეჯი, ან ის  ოთახის ცენტრში მოაქციოთ და პლასტიკური ბრეზენტით დაიცვათ გაფუჭებისგან.

სპეციალისტთა აზრით, საუკეთესო ქსოვილი იატაკის ჭერის საღებავის დასაცავად არის ტილოს ქსოვილი, რომლის მეორე მხარეც რეზინისგანაა დამზადებული. ასეთი დამცავი საფენის ტილოს ზედაპირი იწოვს საღებავს, ამიტომ მასში ფეხიც რომ ჩავდგათ, სახლის სხვა ოთახებში ვერ გავიტანთ. რეზინისგან დამზადებული ძირი, რომელიც იატაკს უშუალოდ ეხება კი მას მყარ მოჭიდებას ანიჭებს, ამიტომ ნაჭერზე გადაადგილებისას ფეხის მოცურებისა და ღებვის პროცესის ჩაშლა, ფაქტობრივად,  გამორიცხულია.

How To Use Canvas Drop Cloths as Slip Covers (No Sewing Required!)

მოიმარაგეთ ღებვისთვის საჭირო მასალები

ბევრს ჰგონია, რომ ჭერის შესაღებად აუცილებელია კიბის გამოყენება, თუმცა ეს ასე არ არის.  მართალია, სამმეტრიანი კიბის გამოყენებით რთულად მისადგომ კუთხეებსაც მარტივად შეღებავთ, თუმცა ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე მეტად დაგჭირდებათ, გრძელტარიანი ლილვაკია, რომლის სიგრძეც ჭერის სიმაღლის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ. სწორედ ეს ნივთი დაგეხმარებათ ყველაზე მეტად, ცხადია, სამღებრო ფუნჯთან და ჯამთან ერთად.

ცნობილია, რომ იქამდე, სანამ ჭერს საბოლოო იერსახეს მივცემთ და სასურველ ფრად შევღებავთ, მის ზედაპირზე ჯერ ბაზა უნდა დავიტანოთ. არსებობს ბაზის რამდენიმე სახეობა, რომლებიც ჭერის ტიპისა და საჭიროებების მიხედვით უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, თუ ჭერზე წყლის ან ნიკოტინის ლაქებია, ზეთრზე ან შილაკზე დაფუძნებული ბაზები უნდა გამოიყენოთ, ხოლო თუ მის მკვეთრ ფერში შეღებვას აპირებთ, მიზანშეწონილია მონაცრისფრო ბაზის შერჩევა – როცა საქმე გამოკვეთილ ფერებს ეხება, ნაცრისფერი ბაზა უფრო კარგად ასრულებს საქმეს, ვიდრე თეთრი. მიზეზი მარტივია – თეთრ ბაზაზე სასურველი ფერის მისაღებად საღებავის მინიმუმ ოთხი ფენის დატანაა საჭირო, ნაცრისფერი ბაზის მქონე ჭერისთვის კი ორი ფენაც სრულიად საკმარისია.

 

საიდან დავიწყოთ ღებვა?

ღებვის რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა დამწყებთათვის ყველაზე მოსახერხებელი 4×4-ის ტექნიკაა (4 ფუტი 4 ფუტზე). ჩვენთვის ხელსაყრელ საზომ ერთეულებში რომ გადმოვიყვანოთ, ეს ტექნიკა გულისხმობს ჭერის დაახლოებით 1 მეტრისა და 20 სანტიმეტრის სიგრძისა და სიგანის სექციებად დაყოფას და მათ თანმიმდევრულ შეღებვას. ამ ტექნიკით მარტივი ხდება უსწორმასწორობებისა და არათანაბრად შეღებილი ნაწილების გამოსწორება.

როგორც ხედავთ, ჭერის შეღებვა სულაც არაა რთული – ამისთვის მხოლოდ სურვილი და მონდომებაა საჭირო, ამიტომ თუ თქვენი ინტერიერის დიზაინი განახლებას საჭიროებს, დროა შეიძინოთ საჭირო მასალები და ზაფხულის თბილი დღეები სიახლისთვის გამოიყენოთ. ხოლო თუ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.

რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი

#სადვიცხოვრო: ანა გრიგოლიას სახლი უზნაძის ქუჩაზე

საუნა საკუთარ სახლში – რა უნდა ვიცოდეთ მისი მოწყობის შესახებ