in

რბილი ავეჯის ახალი კოლექცია — დახვეწილი დიზაინი, კომფორტი და ხელმისაწვდომი ფასი Home By Elite-ში

Home By Elite წარმოგიდგენთ რბილი ავეჯის ახალ კოლექციას, რომელიც იდეალურად აერთიანებს დახვეწილ დიზაინს, გამორჩეულ დეტალებსა და ხელმისაწვდომ ფასს.

ახალი კოლექციის მთავარი უპირატესობა მისი უნივერსალურობაა – ჩვენს შოურუმში წარმოდგენილი მოდელებიდან, აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ დივანს ან სავარძელს, რომელიც ერწყმის სხვადასხვა ტიპის ინტერიერს. იქნება ეს მინიმალისტური ბინა, კლასიკური მისაღები, თანამედროვე ლოფტი თუ პატარა სტუდიო.

კოლექცია მოიცავს როგორც დივნებს, ისე სავარძლებს, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა სტილის ინტერიერისთვის — თანამედროვე, კლასიკური, სკანდინავიური ან ლოფტი. თითოეულ მოდელს აქვს უნიკალური შტრიხები, რომლებიც ავეჯს გამორჩეულობასა და ინდივიდუალურობას ანიჭებს. ეს შეიძლება იყოს ელეგანტური ფორმა, ტექსტურის საინტერესო თამაში ან ფერთა ჰარმონია.

თანამედროვე და ტრენდული დიზაინიკოლექციის შექმნის პროცესში ბრენდმა მაქსიმალურად გაითვალისწინა არსებული ტრენდები. თითოეულ მოდელს აქვს უნიკალური შტრიხები, ეს შეიძლება იყოს ელეგანტური ფორმა ან სასიამოვნო ტექსტურა.

გამძლეობა და კომფორტი ერთ პროდუქტში – ახალი კოლექცია არა მხოლოდ

ვიზუალურად არის მიმზიდველი – მისი კონსტრუქცია გათვლილია მრავალწლიანი გამოყენებისთვის. ავეჯის ჩარჩოები დამზადებულია მტკიცე მასალებისგან, ხოლო გამოყენებული ქსოვილები უძლებს ცვეთას და ყოველდღიურ. ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ქსოვილები არა მხოლოდ ხანგრძლივ გამოყენებას

უზრუნველყოფს, არამედ სახლისთვის ჯანსაღ გარემოს ქმნის.

ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი – ბრენდის მთავარი ფილოსოფიაა, რომ ლამაზი და ხარისხიანი ინტერიერი ხელმისაწვდომი იყოს ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის. ფასები მორგებულია სხვადასხვა ბიუჯეტზე — იქნება ეს ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ახალ ბინას აწყობს, დიდი ოჯახი, რომელიც კომფორტს ეძებს, თუ ბიზნეს სივრცე, რომელსაც სჭირდება თანამედროვე და დახვეწილი ატმოსფერო.

რბილი ავეჯის ახალი კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ Home By Elite-ის თბილისისა და ბათუმის შოურუმში, ასევე ონლაინ ee.ge-ზე. შოურუმის სივრცე ისეა

ორგანიზებული, რომ ავეჯის წარმოდგენას სხვადასხვა ინტერიერში მარტივად შეძლოთ. პროფესიონალი დიზაინერები და კონსულტანტები დაგეხმარებიან, შეარჩიოთ მოდელი, რომელიც თქვენს სივრცესა და საჭიროებებს ყველაზე მეტად შეესაბამება.

[R]

საჩუქრები ქალისთვის და კაცისთვის — იდეები Dressup.ge-დან

არქიტექტურა პორტუგალიური ხასიათით – FCC Arquitectura-ს პროექტი