in

ლურჯი და ცისფერი სამზარეულო – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტენდენცია, რომელიც თანამედროვე სამზარეულოს დიზაინში გამოჩნდა, არის ლურჯი ფერი. ეს ტონი გამოიყენება როგორც კლასიკური სტილის სამზარეულოს შესაქმნელად, ასევე ელეგანტური, მინიმალური და თანამედროვე სივრცეებისთვის. მიუხედავად იმისა, თუ სად დავამატებთ ლურჯ ფერს, იქნება ეს კედლებზე, ავეჯის სახით თუ დეკორაციებში, ლურჯი ფერის სამზარეულო ძალიან საინტერესო, დახვეწილ და გამორჩეულ ინტერიერს ქმნის.

გაითვალისწინეთ, რომ კლასიკური ლურჯი ფერი განსაკუთრებით უხდება სპილენძის დეტალებს, მაგალითად ონკანს ან უჯრებისა და კარადების სახელურებს. უფრო ელეგანტური და დახვეწილი ინტერიერის შესაქმნელად, ლურჯი ფერის შეხამება შესაძლებელია ბეტონის იატაკის საფართან ან სამუშაო ზედაპირებთან.

რაც შეეხება ლურჯის ღია ტონს, ცისფერს, ის შედარებით “ცივ” ელფერად ითვლება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ის შესაბამისად დააბალანსოთ სხვადასხვა ფერებისა და ჩრდილების დახმარებით, რათა შედეგად, მყუდრო და კომფორტული სამზარეულო მიიღოთ.

დღევანდელ სტატიაში რამდენიმე რეალურ პროექტს გაგიზიარებთ იმისთვის, რომ სამზარეულოს მოწყობის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და საინტერესო გახდეს.

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

3 კომპანია, რომელიც თქვენი ბინის დღიურად გაქირავებას საკუთარ თავზე აიღებს

სან კრისტობალის პროექტი – ლუის ბარაგანის საკულტო ნამუშევარი