in

შუშის სახლი ჩიკაგოს შემოგარენში

Banner M2
Banner M2

Downers Grove-ში (ილინოისი), ჩიკაგოს ცენტრიდან დასავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით, თანამედროვე შუშის სახლი მდებარეობს. 1974 წელს აშენებული შენობა თავდაპირველად ადგილობრივი არქიტექტორის – რიჩარდ მარკერის მიერ შეიქმნა, როგორც საკუთარი საოჯახო რეზიდენცია. დღესდღეობით ფოლადის კონსტრუქცია ინარჩუნებს თავის პირვანდელ შუშის ფასადს და ხის ინტერიერს, ამას ემატება რამდენიმე თანამედროვე განახლებული ნაწილი და დიდი სარდაფი, რომელიც სახლის ზომას თითქმის აორმაგებს.

185 კვ/მ-ზე ოდნავ დიდ ძირითად სართულთან ერთად, სახლს 134 კვ/მ-ის სიდიდის ნაწილობრივ დასრულებული სარდაფი აქვს. ღია მისაღები ოთახისა და სასადილო ფართის განათებას უზრუნველყოფს იატაკიდან ჭერამდე აღმართული მინის ფასადი, რომელსაც ჭერის რამდენიმე ფანჯარაც ემატება. მთავარი სართული, საოფისე ზონასთან ერთად, ოთხი საძინებლითა და ორი სრული სველი წერტილით არის გარშემორტყმული. ქვედა სართულზე, სარდაფში კი გვხვდება მეორე მისაღები ოთახი, სახელოსნო, საპირფარეშო და ბარი.

გარდა იმისა, რომ აქედან ჩიკაგოს ცენტრამდე და მის მიმდებარე ტერიტორიამდე გადაადგილების სხვადასხვა ვარიანტები არსებობს, სახლი Downers Grove-ის ცენტრიდან და Metra-ს მატარებლის სადგურიდან ფეხით სავალი მანძილით არის დაშორებული. თვალწარმტაცი Prince Pond-ის პარკი, ასევე, რამდენიმე კვარტლის მოშორებით მდებარეობს. ამ შესანიშნავი შუშის სახლის ფასი ამჟამად $825,000-ს შეადგენს.

როგორ შევარჩიოთ და დავკიდოთ ფარდა სწორად – დეტალური გზამკვლევი ყველა ტიპის შემთხვევისთვის

ძველებური ბინა განახლებული დიზაინით საბურთალოზე – სტუდია Function-ის ნამუშევარი